ქვეყნის უმეტესი ნაწილი გეოგრაფიულად განისაზღვრება დუკაჯინისა და კოსოვოს დაბლობებით. მას ესაზღვრება პროკლეტიეს მთათა მასივი დასავლეთით და შარ- პლანინა სამხრეთ – აღმოსავლეთით, რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა სახეობების თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი რეგიონებია.[2][3]
ქვეყნის კლიმატი წარმოადგენს კონტინენტურ და ხმელთაშუა ზღვის კლიმატის კომბინაციას ოთხი განსხვავებული სეზონით. იგი ძირითადად განისაზღვრება გეოგრაფიული მდგომარეობით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მასზე ძლიერ გავლენას ახდენს ადრიატიკის, ეგეოსის, შავი და ხმელთაშუა ზღვები.
ტყეები ქვეყნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი ტერიტორიაა. ამჟამად დაცულია კოსოვოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გარკვეული დებულებებით. ტყეების უმეტესობა მნიშვნელოვანია. ისინი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ასობით მცენარეულ და ცხოველურ სახეობის თავშესაფარია.[4]
ფლორა
კოსოვოს ტყის ფლორა წარმოდგენილია 139 რიგით , რომელიც ეკუთვნის 63 ოჯახს, 35 გვარს და 20 სახეობას.[5] ამას ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კოსოვო რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 2.3% -ია, მაგრამ მცენარეული საფარის მიხედვით ის ფლორის 25% -ს და მთელი ევროპული ფლორის დაახლოებით 18% -ს შეადგენს. ქვეყნის ხმელთაშუაზღვის ზონაში მდებარეობის გამო, ტყეები გვხვდება სუბ-ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების ტიპური რამდენიმე მცენარე, მათ შორის ტერპენტინის ხე (Pistacia terebinthus), ველური ასპარაგუ (Asparagus acutifolius), მწველი კლემატისი (clematis flammula) და Convolvulus althaeoide.[6]
კოსოვოსფლორა და ფაუნა საკმაოდ მდიდარია თეთრი დრინის ხეობის კლიმატის გავლენის გამო. შარ- პლანინას ტყეებში ბინადრობს საერთაშორისო მნიშვნელობის 86 ძარღვოვანი მცენარე, ხოლო 128 ენდემური სახეობა ბინადრობს პროკლეტიეს მასივში. [7][8]
გადაშენების პირას მყოფი სახეობები
ქვეყნის ტყეებში არის ფლორის რამდენიმე სახეობა, რომლებიც კოსოვოს გარემოს დაცვის სააგენტოს მეთოდოლოგიის თანახმად, გადაშენების საფრთხის პირასაა. მათ შორისაა: გენსერას ტიტა (Tulipa gesneriana), პოეტური ნარცისი (Narcissus poeticus), ალბანური შროშანი (Lilium albanicum), მიხაკი ( Dianthus scardicus), ვულფენია (Wulfenia carinthiaca), მაკედონიური მუხა (Quercus trojana).[5]