კოლხური ყოჩივარდა (ლათ. Cyclamen colchicum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ტუბერი სფეროსებურია, ოდნავ შებრტყელებული. ფოთლები თირკმლისებურია, მომრგვალო წვერით. ზედა მხარე მწვანეა, ქვედა მხარე იისფერ-მეწამული ფერისაა. ჯამი მიტკეცილი, გაბნეული ბეწვით არის დაფარული. გვირგვინი ვარდისფერია, გადანაღუნი ნაკვთები ელიფსურია ან მოგრძოკვერცხისებრი. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ღორღიან ადგილებში, კლდეებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში. მცენარე საქართველოს ენდემია.
ლიტერატურა