კიროვსკი (რუს. Кировск) — ქალაქი (1953 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. კიროვსკის რაიონისა და კიროვსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით კიროვსკის საქალაქო დასახლების მოსახლეობა 26 641 ადამიანს შეადგენდა[2]. საქალაქო დასახლების ფართობი — 84,9 კმ²-ია.
ქალაქი მდებარეობს მდინარე ნევის მარჯვენა სანაპიროზე, ლადოგის ტბის მახლობლად, სანქტ-ოეტერბურგის აღმოსავლეთით 35 კმ-ში.
ქალაქი დაარსდა 1931 წლის 13 ივნისს, როგორც დაბა ნევდუბრსტროი. ქალაქის მშენებლობა დაკავშირებული იყონევის სანაპიროზე, სოფელ დუბროვკასთან, საკონდენსაციო ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებთან. 1953 წლიდან ქალაქის სახელი შეიცვალა და დაერქვა კიროვსკი, სერგეი კიროვის პატივსაცემად, რომლის ინიციატივითაც დაიწყო ამ ელექტროსადგურის მშენებლობა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო