ნევა (რუს. Нева) — მდინარე რუსეთში, მიედინება ლენინგრადის ოლქში, ასევე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. აკავშირებს ლადოგის ტბას ნევის ყურესთან, ფინეთის ყურე. სიგრძე — 74 კმ, ნევა ერთადერთი მდინარეა, რომელიც ლადოგის ტბიდან გამოედინება. ნევის სანაპიროზე ოთხი ქალაქი: შლისელბურგი, კიროვსკი, ოტრადნოე,სანქტ-პეტერბურგი და რამდენიმე ათეული შედარებით პატარა დასახლება მდებარეობს. მდინარეზე მოწყობილია ორი სამდინარო ხაზი: ვოლგო-ბალტიის სამდინარო ხაზი და ბელომორსკო-ბალტიის არხი.
ეტიმოლოგია
მდინარის სახელწოდების შესახებ რამდენიმე ვარაუდი არსებობს. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით მდინარის სახელი მომდინარეობს ფინური სიტყვიდან „ნევა“ (ფინ. Nevajoki, Nevajärvi, ფინ. neva — ჭაობი), მეორე ვარაუდის მიხედვით სახელი მომდინარეობს შვედური სიტყვა „ню“-დან (შვედ. ny — ახალი), ეს სიტყვა ფართოდაა გავრცელებული სხვა ინდოევროპულ ენებშიც.
გეოგრაფია
მდინარე ნევა გამოედინება ლადოგის ტბიდან, შლისელბურგის რაიონში, მოედინება ნევიისპირა დაბლობზე, ჩაედინება ნევის ყურეში (ბალტიის ზღვა). მისი სიგრძე 74 კმ-ია, ლადოგის ტბიდან სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო პორტამდე.
ნევა — განიერი და ღრმა მდინარეა, საშუალო სიგანე — 400-600 მეტრია, ყველაზე განიერი კი — 1000-1250 მეტრია, ნევის დელტაში, სანქტ-პეტერბურგის პორტსა და ივანოსვსკის ჭაობებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რელიეფი და ჰიდროლოგია | |
---|
| ნევის აუზის მდინარეები | |
---|
| ნევის დელტის განშტოებები და არხები | |
---|
| ნევის დელტის კუნძულები | |
---|
| ხიდები | |
---|
| დასახლებული პუნქტები ნევის დელტაში | |
---|
|