კიდალის რეგიონი შეიქმნა 1991 წელს აქ მომხდარი მოსახლეობის ამბოხის შემდეგ. ბუნებრივი პირობები საკმაოდ მკაცრია, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია საჰარისუდაბნოთი. მდინარეები და მყარი საფარის მქონე ავტოგზები არარსებობს. საკმაოდ შესამჩნევია დღე-ღამის განმავლობაში არსებული ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა. დღისით ტემპერატურა აღწევს +45 °C-მდე, ხოლო ღამით შეიძლება დაეცეს +12 °С-მდე.
მოსახლეობა
კიდალის რეგიონი ძირითადად დასახლებულია ტუარეგებით. ქალაქები — კიდალი და ტესალიტი, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომთაბარეა. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია მესაქონლეობით, ვაჭრობით, კუსტარული ხელსაქმეობით.
ადმინისტრაციული დაყოფა
კიდალის რეგიონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფა 4 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილები არიან 11 კომუნად: