სეგუს რეგიონი (ფრანგ. Ségou) — რეგიონი მალიში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სეგუ.
- ფართობი — 64 821 კმ², მოსახლეობა — 2 338 349 ადამიანი (2009 წელი).[1]
გეოგრაფია
სეგუს რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ესაზღვრება მოპტის რეგიონი, სამხრეთიდან სიკასოს რეგიონი, დასავლეთით კულიკოროს რეგიონი, ჩრდილოეთით მავრიტანია, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბურკინა-ფასო.
სეგუს რეგიონი მდებარეობს მალის სამხრეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ნიგერი, ქალაქ მარკალის რაიონში აშენებულია ჰიდროელექტროსადგური.
რეგიონის ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქებია — ნამპალარი და ნიონო.
ისტორია
XVIII საუკუნეში რეგიონის ტერიტორია შედიოდა მალის ტერიტორიაზე შექმნილ ბამბარას ხალხის იმპერიაში.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით სეგუს რეგიონი იყოფა 7 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 118 კომუნად:
სქოლიო