კვიპროსის ეროვნული გვარდია (ბერძნ: Εθνική Φρουρά, Ethnikí Frourá; თურქ: Kıbrıs Ulusal Muhafızları), ასევე ცნობილია, როგორც ბერძნული „კვიპროსის ეროვნული გვარდია” ან მოკლედ „ეროვნული გვარდია” — კვიპროსის გაერთიანებული კომბინირებული შეიარაღებული ძალები. ეროვნული გვარდიის მისიაა შეინარჩუნოს კვიპროსის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მის შემადგენლობაშია: არმია, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები, ასევე სპეციალურ რაზმი, სამოქალაქო უწყებები და გასამხედროებული ძალები.
საბერძნეთი კვიპროსზე ინარჩუნებს სამხედრო გარნიზონს სახელწოდებით: ELDYK ან „ბერძნული ძალები კვიპროსზე” (ბერძნ: Ελληνική Δύναμη Κύπρου, აბრევიატურა: ΕΛΔΥΚ ან ΕΛ.ΔΥ.Κ.), მაგრამ ეს არ არის კვიპროსის რესპუბლიკის სახელმწიფო ძალები და უპირველეს ყოვლისა ემსახურება ნატო-ის ძალების მიერ კვიპროსის ეროვნულ გვარდიის წვრთნასა და მომზადებას.
რესურსები ინტერნეტში