კევედო (ესპ. Quevedo) — ქალაქი ეკვადორში, ლოს-რიოსის პროვინციაში, კევედოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი; დაარსდა 1838 წელს. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 173 585 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ კიტოდან 237 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. კევედო ეკვადორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია; ცნობილია სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებით. მისი აგროინდუსტრიული სექტორი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ბანანის, კაკაოს, ხილისა და ყავის მარცვლის ექსპორტით. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორიც — ძირითადად საფინანსო და საგანმანათლებლო სფეროები.
კევედოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალზედ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის თვალსაზრისით, რადგან ის მდებარეობს წყნარ ოკეანესა და ისეთ დიდ ქალაქებს შორის, როგორებიცაა გუაიაკილი, სანტო-დომინგო, მანტა, ამბატო და კიტო.[1] იმის გამო, რომ კევედო ანდების მთების დასავლეთით და მდინარე ვინსესის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ქალაქი საკმაოდ მოწყვლადია წყალდიდობებისადმი.[2] კლიმატი ნოტიო ტროპიკულია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო