კახაბერ II გურიელი (გ. 1483) — გურიის მთავარი XV საუკუნის II ნახევარში, მის დროს გურიის სამთავრომ პრაქტიკულად მოიპოვა დამოუკიდებლობა
ბიოგრაფია
იყო ლიპარიტ I დადიანის ვაჟი. დაეხმარა ქართლის მეფის გიორგი VIII-ის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგს — ყვარყვარე II ჯაყელს, რომლისგანაც სამაგიეროდ 1463 წელს აჭარა და ჭანეთი მიიღო.
|
„ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...“
|
|
|
ხელი შეუწყო იმერეთში გიორგი VIII-ის მოწინააღმდეგე ერისთავის - ბაგრატ VI-ის გამეფებას. შემდეგში კახაბერ II გურიელი ვამეყ II დადიანთან ერთად დაუპირისპირდა ბაგრატს და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ბაგრატმა დაამარცხა. არ გამოცხადდა ალექსანდრე II-ის იმერთა მეფედ კურთხევაზე, 1479-1480 წლებში კი ქართლის მეფე კონსტანტინე II-სთან ერთად ებრძოდა მას. ამ დროიდან გურია ფაქტობრივად დამოუკიდებელი სამთავრო გახდა.
კახაბერ გურიელი და მისი მეუღლე ანა მოხსენიებულნი არიან შემოქმედის ეკლესიისთვის შეწირული მაცხოვრის ხატის წარწერაში.
ლიტერატურა
|
---|
| გურიის ერისთავები | |
---|
| გურიის მთავრები | |
---|
|