ქართლის დედოფლის მარიამ დადიანის ნახევარძმა (დედით)[1], 1658 წელს ლიპარიტ III დადიანთან (დედით ნახევარძმა) ერთად ბანძასთან შეებრძოლაიმერეთის მეფეს ალექსანდრე III-ს და ვამეყ III დადიანს, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გაიქცა. 1659 წლის მარტში ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაჯდა გურიელთად, ხოლო გამთავრებული დემეტრე იმერეთში განდევნა. მისმა დაბრუნებამ არეულობა გამოიწვია, ფეოდალების ნაწილი უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლა ვამეყ დადიანმა და იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრით გურიაში შეიჭრა და შუა გურია დაარბია. ქაიხოსრომ თავი აჭის ეკლესიას შეაფარა, ძალები მოიკრიბა და დაამარცხა ოზურგეთის ციხე-გალავანში გამაგრებული ვამეყ დადიანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად აჭის ეკლესიას შესაწირი გაუკეთა.[2]
„მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ“
ამის შემდეგ ქაიხოსრომ პოზიციები განიმტკიცა, ალექსანდრე იმერთა მეფის რჩევით ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. ქალიშვილი თუთა (გ. 1678) კი ცოლად გაატანა ვახტანგ V-ის ვაჟს ლევანს.
1660 წელს ღალატით მოკლა იმერეთის მეფისა და დემეტრე გურიელის მიერ მოსყიდულმა თავადმა მაჭუტაძემ. მისი შვილები, გიორგი და მალაქია ახალციხის ფაშას შეეკედლნენ. ამით ვამეყ დადიანმა თავისი გავლენა აღიდგინა გურიის სამთავროზე. მოხსენიებულია შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში მშობლებთან ერთად.