კაშიმა (იბარაკი)

დასახლებული პუნქტი
კაშიმა
鹿嶋市

კაშიმას გამგეობის შენობა
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
რეგიონი კანტო, იბარაკის პრეფექტურა
კოორდინატები 35°57′56″ ჩ. გ. 140°38′41″ ა. გ. / 35.965639° ჩ. გ. 140.644833° ა. გ. / 35.965639; 140.644833
დაარსდა 1 სექტემბერი, 1995
ფართობი 106.2 კმ²
მოსახლეობა 67,650 (2018 აპრილი) კაცი
სიმჭიდროვე 631 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9
ოფიციალური საიტი city.kashima.ibaraki.jp
კაშიმა (იბარაკი) — იაპონია
კაშიმა (იბარაკი)

კაშიმა (იაპონ. 鹿嶋市 კაშიმა-ში?) — ქალაქი იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში. 2018 წლის აპრილისთვის ქალაქის მოსახლეობა 67 650 კაცს შეადგენდა, სიმჭიდროვე კი 631კაცი/კმ²-ს. მისი ფართობი 106.02კმ²-ია. კაშიმას საფეხბურთო სტადიონი გამოყენებული იქნა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. აქ მდებარეობს შინტოს ტაძარი, რომელიც მრავალი იაპონური ფარიკაობის ხელოვნების (კენძიუცუს) წარმოშობის ადგილად მიიჩნევა. ის აღმოსავლეთში მდებარე ტაძართა შორის ერთ-ერთი უძველესია.

გეოგრაფია

კაშიმა მდებარეობს იბარაკის პრეფექტურის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ხოლო დასავლეთით — ტბა კასუმიგაურა.

ისტორია

კაშიმა განვითარადა ნარას პერიოდში. მეიძის რესტავრაციის შემდეგ დაარსდა ქალაქი კაშიმა. 1954 წელს მან შეიერთა მიმდებარე სოფლები: ტაკამაცუ, ტოიოსუ, ტოისატო და ნამინო. 1995 წლის 1 სექტემბერს შეურთდა სოფელ ონოს.

ეკონომიკა

კაშიმა არის კაშიმას ინდუსტრიული ზონის ცენტრალური ქალაქი. იქ დაახლოებით 1500 ქარხანაა, ძირითადად ფოლადისა და ნავთობის გადამამუშავებელი. იაპონიის ხელისუფლებამ ეს ზონა 1963 წელს შექმნა და მისი განვითარება 1973-ში დაამთავრა.

განათლება

კაშიმას აქვს 12 დაწყებითი, 6 საშუალო და 4 უმაღლესი სკოლა.

სპორტი

„კაშიმა ანტლერს“ არის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი.

ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები

  • კაშიმას სამლოცველო (ტაძარი)

Kashima სალოცავი

გამოჩენილი ადამიანიები

  • რიუტა სასაკი – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
  • ჰიტოში სოგაჰატა – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
  • იუიჩი ნემოტო – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
  • იასუტაკა ნომოტო – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
  • ჯური ტაკაჰაში – მომღერალი

გალერეა

რესურსები ინტერნეტში