კარლ რენერი (გერმ. Karl Renner; დ. 14 დეკემბერი, 1870, უნტერტანოვიცი, ჩეხეთი — გ. 31 დეკემბერი, 1950, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. ავსტრიის მეოთხე ფედერალური პრეზიდენტი 1945-1950 წწ. ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი. ავსტრიის პირველი ფედერალური კანცლერი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ავსტრიის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ჩეხი გლეხის შვილი, სწავლობდა სამართალს ვენაში. 1894 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1907 წლიდან პარლამენტის წევრია. მონაწილეობდა ავსტრიის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 1918-1920 წლებში კანცლერია.
1945 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, გარდაიცვალა თანამდებობაზე 6-წლიანი ვადის გასვლამდე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში