კაონი

კაონი, K-მეზონი, კა-მეზონი (აღნიშვნა: K) — მეზონი, რომელიც შეიცავს ერთ უცნაურ ანტიკვარკს (s) და ერთ u- ან d-კვარკს (ანტიკაონები, პირიქით, შეიცავს ერთ უცნაურ კვარკს და ერთ u- ან d-ანტიკვარკს). კაონები ყველაზე მსუბუქი არიან ყველა უცნაურ (აქვს არანულოვანი კვანტური რიცხვი, რომელსაც უცნაურობა ეწოდება) ჰადრონებს შორის.

ძირითადი თვისებები

არსებობს ოთხი კაონი განსაზღვრული მასით:

  1. უარყოფითად დამუხტული K (s-კვარკისა და u-ანტიკვარკის შემცველი) აქვს 493.667(16) მევ მასა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 1.2380(21)⋅10−8 წამი.
  2. მის ანტინაწილაკს, დადებითად დამუხტულ K+-ს (რომელიც შეიცავს u-კვარკს და s-ანტიკვარკს), CPT სიმეტრიის მიხედვით, უნდა ჰქონდეს მასა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაბამისად, K-ის მასისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლი. ექსპერიმენტულად გაზომილი მასის სხვაობა არის 0.032(90) მევ, ანუ თავსებადია ნულთან. სიცოცხლის ხანგრძლივობაში სხვაობაც ნულია (ექსპერიმენტის შედეგი: Δτ = 0.11(9)⋅10−8 წამი).
  3. K0 (რომელიც შეიცავს d-კვარკს და s-ანტიკვარკს) აქვს მასა 497.614(24) მევ.
  4. მისი ანტინაწილაკ (შეიცავს s-კვარკს და d-ანტიკვარკს) აქვს იგივე მასა.

კვარკის მოდელიდან ირკვევა, რომ კაონები ქმნიან ორ იზოსპინის დუბლეტს; ანუ ისინი მიეკუთვნებიან SU(2) ჯგუფის ფუნდამენტურ წარმოდგენას, რომელსაც ეწოდება 2. ერთი დუბლეტი +1 უცნაურობით და იზოსპინი +1/2 K+ და K0-ს. ანტინაწილაკები ქმნიან მეორე ორეულს უცნაურობით -1 და იზოსპინი -1/2.

ნაწილაკი სიმბოლო ანტი-
ნაწილაკი
ნაწილაკის
კვარკული
შემადგენლობა
სპინი და ჯერადობა, მასა
მევ/c²
S C B სიცოცხლის ხანგრძლივობა
წმ
იშლება ნაწილაკებად შენიშვნა
დამუხტული
კაონი
ფსევდოსკალარი (0) 493.667(16) +1 0 0 1.24×10−8 μ+νμ
ან π+0
ან π++
ან π0+e+e
ნეიტრალური
კაონი
ფსევდოსკალარი (0) 497.614(24) +1 0 0 სუსტი დაშლა ძლიერი საკუთარი მდგომარეობა — არ გააჩნია განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა
ნაკლებად სისცოცხლისუნარიანი
კაონი
ფსევდოსკალარი (0) 497.614(24) იხ. მეზონთა სია 0 0 0.89×10−10 π+ + π
или 2π0
სუსტი საკუთარი მდგომარეობა — შემადგენლობა უთითებს CP-ინვარიანტულობის დარღვევაზე
სიცოცხლისუნარიანი
კაონი
ფსევდოსკალარი (0) 497.614(24) იხ. მეზონთა სია 0 0 5.2×10−8 π±+ee
или π±μ
или 3π0
или π+0
სუსტი საკუთარი მდგომარეობა — შემადგენლობა უთითებს CP-ინვარიანტულობის დარღვევაზე

მიუხედავად იმისა, რომ K0 და მისი ანტინაწილაკი ჩვეულებრივ ჩნდება ძლიერი ურთიერთქმედების შედეგად, ისინი იშლება სუსტი ურთიერთქმედების შედეგად. მაშასადამე, ისინი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ორი საკუთარი სუსტი მდგომარეობის კომპოზიცია, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა:

  1. სიცოცხლისუნარიანი ნეიტრალური კაონი, აღნიშვნით KL («K-long»), ჩვეულებრივ იშლება სამ პიონად და აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა 5.18×10−8 წამი.
  2. ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ნეიტრალური კაონი, სახელწოდებით KS («K-short»), ჩვეულებრივ იშლება ორ პიონად და აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა 8.958×10−11 წამი.

1964 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ KL იშვიათად იშლება ორ პიონად, აღნიშნულმა გამოიწვია CPინვარიანტობის აღმოჩენა.

K+-ის დაშლის ძირითადი ვარიანტები:

  1. (ლეპტონური, BR = 63.55(11)%);
  2. (ჰადრონული, BR = 20.66(8)%);
  3. (ჰადრონული, BR = 5.59(4)%);
  4. (ნახევრადლეპტონური, BR = 5.07(4)%);
  5. (ნახევრადლეპტონური, BR = 3.353(34)%);
  6. (ჰადრონული, BR = 1.761(22)%).

უცნაურობა

შინაგანი კვანტური რიცხვის მქონე — „უცნაური“ — ჰადრონების აღმოჩენით აღინიშნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ახალი ეპოქის დასაწყისი.

1947 წელს დ. როჩესტერმა და კ. კ. ბატლერმა გამოაქვეყნეს კოსმოსური სხივებით გამოწვეული ღრუბლოვანი კამერის მოვლენების ორი ფოტო; ერთში ნაჩვენები იყო ნეიტრალური ნაწილაკი, რომელიც იშლება ორ დამუხტულ პიონად, ხოლო მეორეში ნაჩვენები იყო დამუხტული ნაწილაკი, რომელიც იშლება დამუხტულ პიონად და რაღაც ნეიტრალურად. ახალი ნაწილაკების მასა უხეშად შეფასდა, როგორც პროტონის მასის დაახლოებით ნახევარი.

პირველი გარღვევა მოხდა კალტექში, როდესაც უილსონის კამერა ატანილ იქნა უილსონის მთაზე კოსმოსური სხივების უფრო ეფექტური დაკვირვებისათვის. 1950 წელს დაფიქსირდა 30 დამუხტული და 4 ნეიტრალური V-ნაწილაკი. ამით შთაგონებულმა მეცნიერებმა მრავალი დაკვირვება გააკეთეს მთის წვერზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და 1953 წლისთვის მიიღეს შემდეგი კლასიფიკაცია: „L-მეზონი“ აღნიშნავდა მიუონს ან პიონს. „K-მეზონი“ ნიშნავდა ნაწილაკს, რომელსაც ჰქონდა მასა პიონისა და ნუკლონის მასებს შორის. „ჰიპერონი“ აღნიშნავდა ნუკლონზე მძიმე ნებისმიერ ნაწილაკს.

დაშლა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10–10 წამის რიგის იყო. თუმცა, ნაწილაკების დაბადება პიონ-პროტონული რეაქციების დროს ხდებოდა ბევრად უფრო სწრაფად, დაახლოებით 10–23 წამში. ამ შეუსაბამობის პრობლემა გადაჭრილ იქნა აბრაამ პაისის მიერ, რომელმაც გამოთქვა ახალი კვანტური რიცხვის არსებობა, სახელწოდებით „უცნაურობა“, რომელიც ნარჩუნდება ძლიერ ურთიერთქმედებებში, მაგრამ არა სუსტ ურთიერთქმედებაში. უცნაური ნაწილაკები დიდი რაოდენობით ჩნდებოდა უცნაური და ანტიუცნაური ნაწილაკების „დაწყვილებული დაბადების“ გამო. მალე გაირკვა, რომ ეს არ იყო მულტიპლიკატიური კვანტური რიცხვი, რადგან სხვაგვარად დაშვებული იქნებოდა რეაქციები, რომლებიც არ შეინიშნებოდა ბრუკჰავენის ეროვნულ ლაბორატორიისა (1953) და ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიის (1955) ციკლოტრონებში.

ჯერადობის დარღვევა: θ-τ თავსატეხი

დამუხტული უცნაური მეზონებისთვის ცნობილია დაშლის ორი ტიპი:

  1. θ+ → π+ + π0;
  2. τ+ → π+ + π+ + π.

ვინაიდან ორ საბოლოო მდგომარეობას განსხვავებული ჯერადობა აქვს, ვარაუდობდნენ, რომ საწყის მდგომარეობებს ასევე უნდა ჰქონდეთ განსხვავებული ჯერადობები და, შესაბამისად, ორი განსხვავებული ნაწილაკი. თუმცა, უფრო ზუსტმა გაზომვებმა არ აჩვენა არავითარი განსხვავება მათ მასებსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში, რაც ადასტურებს, რომ ისინი ერთი და იგივე ნაწილაკები არიან. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც θ-τ თავსატეხი. ის მოგვარდა მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებაში ჯერადობის დარღვევის აღმოჩენით. იმის გამო, რომ მეზონები იშლება სუსტი ურთიერთქმედების შედეგად, ჯერადობა არ უნდა შენარჩუნებულიყო და ორი დაშლა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ნაწილაკით, რომელსაც დღეს K+ ეწოდება.

CP-სიმეტრიის დარღვევა ნეიტრალურ მეზონის ოსცილაციებში

თავიდან ითვლებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერადობა ირღვევა, CP (მუხტი+ჯერადობა) სიმეტრია ნარჩუნდება. CP-სიმეტრიის რღვევის აღმოჩენის უკეთ გასაგებად საჭიროა შევისწავლოთ ნეიტრალური კაონების შერევა. ეს ფენომენი არ საჭიროებს CP-სიმეტრიის დარღვევას, მაგრამ სწორედ ამ კონტექსტში დაფიქსირდა პირველად CP-სიმეტრიის დარღვევა.

ნეიტრალური კაონების შერევა

ვინაიდან ნეიტრალურ კაონებს გააჩნიათ უცნაურობა, მათ არ შეიძლიათ იყონ საკუთარი ანტინაწილაკები. მაშინ უნდა არსებობდეს ორი განსხვავებული ნეიტრალური კაონი, რომლებიც განსხვავდებიან უცნაურობის ორი ერთეულით. საკითხავია როგორ დავადგინოთ ამ ორი მეზონის არსებობა. გამოსავალი იყენებს ფენომენს, რომელსაც ეწოდება ნეიტრალური ნაწილაკების ოსცილაცია, რომლის დროსაც ეს ორი ტიპის მეზონს შეუძლიათ გადაიქცნენ ერთმანეთში სუსტი ურთიერთქმედების მეშვეობით, რაც იწვევს მათ დაშლას პიონებად.

ეს ოსცილაციები პირველად შეისწავლა მიურეი გელ-მანმა და აბრაამ პაისმა. მათ განიხილეს CP-ინვარიანტული დროის ევოლუცია, რომელიც შედგებოდა საპირისპირო უცნაურობით. მატრიცის მეშვეობით შეგვიძლია დავწეროთ:

სადაც, ψ ეს სისტემის კვანტური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს არსებობის ამპლიტუდებს თითოეულ ორ ძირითად მდგომარეობაში (აღნიშნულია a და b, როცა t = 0). ჰამილტონიანის დიაგონალური ელემენტები (M) შეესაბამება ძლიერ ურთიერთქმედებას, რომელიც ინარჩუნებს უცნაურობას. ორი დიაგონალური ელემენტი უნდა იყოს თანაბარი, რადგან ნაწილაკსა და ანტინაწილაკს გააჩნიათ თანაბარი მასები სუსტი ურთიერთქმედების არარსებობის შემთხვევაში. ელემენტები, რომლებიც არ არიან განლაგებული დიაგონალზე ურევს ნაწილაკებს საპირისპირო უცნაურობაში, გამოწვეულია სუსტი ურთიერთქმედებით. CP სიმეტრია ითხოვს, მათ ნამდვილობას.

თუ მატრიცა H ჭეშმარიტია, ორი მდგომარეობის ალბათობა სამუდამოდ ირხევა წინ და უკან. თუმცა, თუ მატრიცის ზოგიერთი ნაწილი წარმოსახვითია, თუმცა ეს დაუშვებელია CP ინვარიანტობით, მაშინ კომბინაციის ნაწილი დროთა განმავლობაში შემცირდება. კლებადი ნაწილი შეიძლება იყოს ერთი კომპონენტი (a), ან მეორე (b), ან ორივეს ნაზავი.

შერევა

საკუთარი მდგომარეობები მიიღება ამ მატრიცის დიაგონალიზაციის შედეგად. ეს იძლევა ახალ საკუთარ ვექტორებს, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ K1, რომელიც არის ორი მდგომარეობის ჯამი საპირისპირო უცნაურობით და K2, რომელიც წარმოადგენს განსხვავებას. ორივე არის საკუთარი CP მდგომარეობა საპირისპირო საკუთარი მნიშვნელობებით; K1 აქვს CP = +1, ხოლო K2 აქვს CP = -1. ვინაიდან ორ პიონიან საბოლოო მდგომარეობას ასევე აქვს CP = +1, მხოლოდ ამ გზით შეიძლება დაიშალოს K1. K2 უნდა დაიშალოს სამ პიონად. ვინაიდან K2-ის მასა ოდნავ აღემატება სამი პიონის მასების ჯამს, ეს დაშლა ხდება ძალიან ნელა, დაახლოებით 600-ჯერ უფრო ნელა, ვიდრე K1-ში დაშლა ორ პიონად. ამ ორი დაშლის გზა აკვირდებოდნენ ლეონ ლედერმანი და მისი კოლეგები 1956 წელს, რომლებმაც დაადგინეს ნეიტრალური კაონების ორი სუსტი საკუთარი მდგომარეობის არსებობა.

ამ ორ საკუთარ მდგომარეობას ეწოდა KL (K-გრძელი) და KS (K-მოკლე). CP სიმეტრია, რომელიც იმ დროს ხელშეუხებლად ითვლებოდა, ვარაუდობდა, რომ KS = K1 და KL = K< sub >2.

ოსცილაცია

თავდაპირველად სუფთა K0 სხივის კონა გავრცელებისას გარდაიქმნება თავის ანტინაწილაკებად, რომლებიც შემდეგ გადაიქცევიან საწყის ნაწილაკებად და ა.შ. ამ მოვლენას ნაწილაკების ოსცილაცია ეწოდა. ლეპტონებად დაშლის დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ K0 ყოველთვის იშლება ელექტრონის ემისიით, ხოლო ანტინაწილაკი — პოზიტრონის ემისიით. პირველმა ანალიზმა გამოავლინა კავშირი ელექტრონებისა და პოზიტრონების წარმოების დონეს სუფთა K0-ს წყაროებიდან და მათ ანტინაწილაკ -ს შორის. ნახევრადლეპტონური დაშლის დროით დამოკიდებულების ანალიზმა დაამტკიცა ოსცილაციის არსებობა და შესაძლებელი გახადა დაზუსტებულიყო მასის გაყოფა KS-სა და KL-ს შორის. იმის გამო, რომ ის არსებობს სუსტი ურთიერთქმედების გამო, ის ძალზედ მცირეა — 3.483(6)×10−12 მევ.

აღდგენა

ნეიტრალური კაონების სხივის კონა ფრენისას იშლება ისე, რომ ხანმოკლე KS ქრება და ტოვებს სუფთა სიცოცხლის უნარიან KL-ის ნაკადს. თუ ეს ნაკადი გადის მატერიაში, K0 და მისი ანტინაწილაკი ურთიერთქმედებს ბირთვებთან სხვადასხვანაირად. K0-ზე მიმდინარეობს კვაზი-ელასტიური გაფანტვა ნუკლონებზე, ხოლო მის ანტინაწილაკს შეუძლია შექმნას ჰიპერონები. ორ კომპონენტს შორის განსხვავებული ურთიერთქმედების გამო, ორ ნაწილაკს შორის კვანტური თანმიმდევრულობა იკარგება. შედეგად მიღებული ნაკადი შეიცავს სხვადასხვა ხაზოვან სუპერპოზიციებს K0 და . ასეთი სუპერპოზიცია არის KL-სა და KS-ს ნაზავი. ამრიგად, KS აღდგება, როდესაც ნეიტრალური კაონების სხივი გადის ნივთიერებაში. აღდგენის პროცესს აკვირდებოდა ორესტე პიჩიონი და კოლეგები ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში. ამის შემდეგ მალევე, რობერტ ადერმა და მისმა თანაშემწეებმა განაცხადეს KS-ის გადაჭარბებული აღდგენის თაობაზე, რითაც გახსნეს ახალი თავი კვლევის ისტორიაში.

CP-სიმეტრიის დარღვევა

ადერის შედეგების გადამოწმებისას, 1964 წელს ჯეიმს კრონინმა და ვალ ფიჩმა ბრუკჰავენის ეროვნული ლაბორატორიიდან აღმოაჩინეს KL-ის დაშლა ორ პიონად (CP = +1). როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს დაშლა მოითხოვს, რომ სავარაუდო საწყის და საბოლოო მდგომარეობას ჰქონდეს განსხვავებული CP მნიშვნელობები და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ გულისხმობს CP სიმეტრიის დარღვევას. სხვა ახსნა-განმარტებები, როგორიცაა კვანტური მექანიკის არაწრფივობა ან ახალი ელემენტარული ნაწილაკი (ჰიპერფოტონი), მალევე იქნა გამორიცხული, რის შედეგადაც CP სიმეტრიის დარღვევა ერთადერთ ახსნად დარჩა. ამ აღმოჩენისთვის კრონინმა და ფიჩმა მიიღეს 1980 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში.

გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ KL და KS სუსტი საკუთრივ მდგომარეობებია (რადგან მათ აქვთ გარკვეული სიცოცხლის ხანგრძლივობა სუსტი ურთიერთქმედების შედეგად დაშლისას), ისინი არ არიან ზუსტად CP მდგომარეობებისანი.

KL = K2 + εK1

(და ანალოგიურად KS-ისთვის), სადაც ε არის მცირე პარამეტრი. ამგვარად, იშვიათად KL იშლება როგორც K1 და CP = +1-ით, და ანალოგიურად KS შეიძლება დაიშალა როგორც K2 და CP = -1-ით. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც CP-სიმეტრიის არაპირდაპირი დარღვევა, CP სიმეტრიის დარღვევა K0 და მისი ანტინაწილაკის შერევის გამო. ასევე არსებობს CP სიმეტრიის პირდაპირი დარღვევა, რომლის დროსაც დარღვევა ხდება თავად დაშლის დროს. ორივე ეფექტი შეინიშნება, რადგან ორივე შერევა და დაშლა წარმოიქმნება W-ბოზონთან ერთი და იგივე ურთიერთქმედებიდან და, შესაბამისად, CP სიმეტრიის დარღვევა პროგნოზირებულია CKM-მატრიცით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. GoHenryIndustrifinancial technology companySitus webwww.gohenry.com GoHenry adalah perusahaan teknologi keuangan yang berbasis di AS dan Inggris, yang menawarkan kartu debit dan aplikasi pembelajaran keuangan untuk anak-anak berusia 6 — 18 tahun. Per...

 

Keciput khas Kudus Keciput adalah makanan sejenis onde-onde kecil yang berasal dari Kudus,[1] Jawa Tengah, dan sekitarnya. Keciput menjadi oleh-oleh khas dari Kudus. Bentuk Kue ini memiliki dua jenis bentuk, yaitu bulat dan lonjong, dengan bentuk bulat memanjang dengan balutan biji wijen di seluruh bagian bulatannya. Yang membedakan dari onde-onde biasa yaitu bentuknya lebih kecil dan tidak ada pengisi sebagaimana onde-onde. Satu lagi yang membedakannya dengan onde-onde adalah saat di...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Associazione Calcio Prato. Prato Sport ClubStagione 1926-1927Sport calcio Squadra Prato Allenatore Maximilian Schiffmann Presidente Niccolino Niccoli Prima Divisione5º posto nel girone C 1925-1926 1927-1928 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina ra...

2010s migrant crisis in the European Union Several terms redirect here. For other uses, see Refugee crisis, World War II evacuation and expulsion, and 2022 Ukrainian refugee crisis. European migrant crisisMap of crisis,[a] Operation Triton, Refugees at Skala Sykamias Lesvos, Protesters at Volem acollir (We want to welcome), Protesters after New Year's Eve sexual assaults in GermanyDate2014–2016Location Europe North Africa Middle East Mediterranean Sea Central and Sou...

 

  لمعانٍ أخرى، طالع ماكاي (توضيح). ماكاي   الاسم الرسمي (بالإنجليزية: Mackay)‏  الإحداثيات 21°08′28″S 149°11′10″E / 21.141111111111°S 149.18611111111°E / -21.141111111111; 149.18611111111   تاريخ التأسيس 1875  تقسيم إداري  البلد أستراليا[3][1][2]  التقسيم الأعلى كوينزلاند[...

 

Official Video Highlights Men's pole vaultat the Games of the XXIV OlympiadVenueOlympic StadiumDates23 September 1988 (qualifying) 25 September 1988 (final)Competitors21 from 13 nationsWinning height5.90 ORMedalists Sergey Bubka Soviet Union Rodion Gataullin Soviet Union Grigoriy Yegorov Soviet Union← 19841992 → Athletics at the1988 Summer OlympicsTrack events100 mmenwomen200 mmenwomen400 mmenwomen800 mmenwomen1500 mmenwomen3000 mwomen5000 mmen10...

Азиатский барсук Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:СинапсидыКласс:Мле�...

 

This article is about the community development block in West Bengal, India. For 1 its namesake village, see Amdanga, North 24 Parganas. For 2 its namesake assembly constituency, see Amdanga (Vidhan Sabha constituency). Community development block in West Bengal, IndiaAmdangaCommunity development blockCoordinates: 22°48′20″N 88°30′30″E / 22.80556°N 88.50833°E / 22.80556; 88.50833Country IndiaStateWest BengalDistrictNorth 24 ParganasGovernment •&...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Geisha GirlSutradaraGeorge Breakston, C. Ray StahlProduserGeorge Breakston, C. Ray StahlDitulis olehC. Ray StahlSkenarioC. Ray StahlPemeranSteve Forrest, Martha Hyer, Tetsu Nakamura, Heihachirô Ôkawa, Dekao YokooPenata musikAlbert GlasserSinem...

Caravaggio, I bari, olio su tela, 1594 (Fort Worth, Kimbell Art Museum). Un gioco di carte è un qualunque gioco che necessita l'uso di carte da gioco, sia tradizionali sia specifiche per il gioco.[1] Indice 1 Descrizione 1.1 Posizionamento dei giocatori 1.2 Il mazzo 1.3 Distribuzione delle carte 2 Le regole 2.1 Infrazioni delle regole 3 Elenco di giochi di carte 3.1 Giochi tradizionali italiani 3.2 Giochi internazionali 3.3 Giochi con figure 3.4 Giochi di carte collezionabili 3.5 Gio...

 

Alphanumeric code used by the US Air Force to identify a specific job The Air Force Specialty Code (AFSC) is an alphanumeric code used by the United States Air Force to identify a specific job. Officer AFSCs consist of four characters and enlisted AFSCs consist of five characters. A letter prefix or suffix may be used with an AFSC when more specific identification of position requirements and individual qualifications is necessary. The AFSC is similar to the Military Occupational Specialty Co...

 

Military unit size designation For other uses, see Battalion (disambiguation). vteArmy units and organizationSubordinatedelement Fireteam / Crew  Ø  Squad  ●  Section / Patrol  ●● Platoon / Troop / Flight ●●●  Staffel / Echelon  ●●●●  Unit Company / Battery / Squadron ❘  Battalion / Squadron / Cohort ❘ ❘  Regiment / Group  ❘ ❘ ❘   Formation Brigade / Group / Wing ☓  Div...

Artikel ini membutuhkan judul dalam bahasa Indonesia yang sepadan dengan judul aslinya. Pit stop di NASCAR. Dalam olahraga bermotor atau olahraga otomotif, pit stop adalah tempat kendaraan balap berhenti di pit saat balapan untuk pengisian bahan bakar, penggantian ban baru, perbaikan, penyesuaian mekanis, perubahan pembalap, menjalani hukuman, atau kombinasi di atas. Tidak semua ini diperbolehkan dalam segala bentuk balap. Sementara istilah ini masih digunakan dalam olahraga otomotif, ia juga...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 国際アイスホッケー連盟 – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2018年5月) 国際アイスホッケー連盟 チュー�...

 

United States Air Force general This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Lance L. Smith – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2013) (Learn how and when to remove this messa...

American Christian evangelist and missionary (born 1952) This article may lend undue weight to certain ideas, incidents, or controversies. Please help improve it by rewriting it in a balanced fashion that contextualizes different points of view. (March 2021) (Learn how and when to remove this message) Franklin GrahamBornWilliam Franklin Graham III (1952-07-14) July 14, 1952 (age 72)Asheville, North Carolina, U.S.EducationLeTourneau UniversityMontreat College (AS)Appalachian State Univers...

 

Teaching in Buddhism Part of a series onBuddhism Glossary Index Outline History Timeline The Buddha Pre-sectarian Buddhism Councils Silk Road transmission of Buddhism Decline in the Indian subcontinent Later Buddhists Buddhist modernism DharmaConcepts Four Noble Truths Noble Eightfold Path Dharma wheel Five Aggregates Impermanence Suffering Not-self Dependent Origination Middle Way Emptiness Morality Karma Rebirth Saṃsāra Cosmology Buddhist texts Buddhavacana Early Texts Tripiṭaka Mahaya...

 

Der Regierungssitz beschreibt zum einen den Ort (Stadt) eines Staates, in dem die Regierung (und zumeist auch das Parlament) ansässig ist und zum anderen das Gebäude, in dem zumeist der Regierungschef seinen Amtssitz hat und das Kabinett tagt.[1] Im Bezug auf den Ort ist dies in der Regel die Hauptstadt des Staates (die in Monarchien auch Residenzstadt genannt wird), weswegen man normalerweise nur dann ausdrücklich vom „Regierungssitz“ spricht, wenn dies nicht der Fall ist. Inh...

Pour les articles homonymes, voir Boisson (homonymie). Pierre Boisson Fonctions Gouverneur général de l'Afrique-Équatoriale française 3 septembre 1939 – 28 août 1940(11 mois et 25 jours) Prédécesseur Léon Solomiac Successeur Louis Husson Gouverneur général de l'Afrique-Occidentale française 29 octobre 1938 – 10 août 1939 (9 mois et 12 jours) Prédécesseur Léon Geismar Successeur Léon Cayla Biographie Nom de naissance Pierre François Boisson Date de nai...

 

Otto Kermbach (* 29. März 1882 in Berlin; † 17. Juni 1960 ebenda), auch bekannt als Otto-Otto, war der Gründer und Leiter des Otto Kermbach Orchesters, das auf zahlreichen populären Veranstaltungen in Berlin besondere Bekanntheit erlangte. Inhaltsverzeichnis 1 Leben 2 Ehrungen 3 Filmografie 4 Diskographische Hinweise 5 Literatur 6 Einzelnachweise Leben Seine musikalische Karriere begann Kermbach um die Jahrhundertwende. Zunächst Stabstrompeter, gründete er nach dem Ersten Weltkrieg sei...