ევოლა პოპულარულია მარგინალურ წრეებში ძირითადად მისი მეტაფიზიკური, მაგიური და ზებუნებრივი რწმენებისა — მათ შორის რწმენა მოჩვენებების, ტელაპატიის და ალქიმიის[16] — და მისი ტრადიციონალიზმისთვის. ის საკუთარ ფილოსოფიას უწოდებდა „ჯადოსნურ იდეალიზმს“. ევოლას მრავალი თეორია და ნაწერები კონცენტრირდებოდა ქრისტიანობისადმი მტრულ დამოკიდებულებაზე და მის იდიოსინკრატიულ მისტიციზმზე, ოკულტიზმსა და ეზოტერიულ რელიგიურ კვლევებზე,[17][18][19] რამაც გავლენა იქონია ოკულტისტებსა და ეზოთერიკოსებზე. ევოლა ასევე ამართლებდა მამაკაცების ბატონობას ქალებზე, როოგრც წმინდად პატრიარქალური საზოგადოების შემადგენელი, რაც გამოიხატა მის ტრადიციონალისტურ შეხედულებებზე გენდერზე, რითიც ითხოვდა ქალების დარჩენას ან მობრუნებას იმ ტრადიციული გენდერული როლებისადმი, სადაც ისინი მთლიანად ემორჩილებოდნენ მამაკაცთა ძალაუფლებას.[20][21]
ფრანკო ფერარეზის თანახმად „ევოლას აზრი შეიძლება ჩაითვალოს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ და თანმიმდევრულ ანტიეგალიტარულ, ანტილიბერალურ, ანტიდემოკრატიულ და ანტიპოპულარულ სისტემებად“. ის არის სინგულარული, თუმცა არაორიგინალური, რამდენიმე სკოლისა და ტრადიციების ნაზავი, მათ შორის გერმანული იდეალიზმის, აღმოსავლეთის დოქტრინების, ტრადიციონალიზმისა და ომებს შორის პერიოდის ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობის — კონსერვატიული რევოლუციური მოძრაობის — რომელშიც ევოლამ პირადად მიიღო მონაწილეობა.[22] ისტორიკოსმა აარონ ჟილეტმა ევოლა შეაფასა, როგორც „იტალიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაშისტი რასისტი“.[23]
ევოლა აღფრთოვანებული იყო SS-ის შუცშტაფელის რაიხსფიურერჰაინრიხ ჰიმლერით, რომელსაც იგი ერთხელ შეხვდა.[24] ევოლას ავტობიოგრაფიული ნაწერები მიუთითებენ იმაზე, რომ იგი მუშაობდა Sicherheitsdienst-ში, ან SD-ში, SS-ის და ნაცისტური პარტიის დაზვერვის სააგენტოში.[25][26] სასამართლო პროცესის დროს, 1951 წელს, ევოლამ უარყო ფაშისტობა და ნაცვლად ამისა თავის თავს მოიხსენიებდა როგორც „superfascista“ (სუპერფაშისტი). ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ისტორიკოსი ელისაბეტა კასინი ვოლი წერდა, რომ „გაუგებარია, ნიშნავდა ეს თუ არა იმას, რომ ევოლა ფაშიზმზე მაღლა ან მის მიღმა დგებოდა“.[27]
↑Gillette, Aaron (2003). Racial Theories in Fascist Italy (en). Routledge, გვ. 156. ISBN9781134527069. „In particular, Evola had an "almost total adherence" to the principles of the SS and an "almost servile admiration" for Himmler, whom he knew personally; quoting: Raspanti, Julius Evola fra Salò e Vienna, pp. 14, 16.“
↑H. T. Hansen, 'Preface to the American Edition’, in Julius Evola, Men Among the Ruins: Post-War Reflections of a Radical Traditionalist,Simon and Schuster, ISBN978-1-620-55858-4 2018 pp-1-104, p.5. This is deduced by remarks by Evola suggesting he was an active agent for the Sicherheitsdienst, remarks that Philippe Baillet, his French translator, believes refer to the fact that the Sicherheitsdienst had been set up within the SS and had a remit to cover cultural matters, before it actually assumed a later role in Nazi counterespionage.
↑შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>;
სქოლიოსათვის Wolff არ არის მითითებული ტექსტი; $2