იტალიური ფიჭვი (ლათ. Pinus pinea) — მარადმწვანე 20-30 სიმაღლის ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა.[1] დამახასიათებელია ქოლგისებრი ვარჯი. იტალიური ფიჭვი სამშობლოა ხმელთაშუაზღვის ოლქი — პორტუგალიიდან მცირე აზიამდე. ადის ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლემდე.[2]
გვხვდება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში.[3][4] ახალგაზრდობაში ხასიათდება სწრაფი ზრდით, შემდეგ ზრდა ნელდება. სინათლის მოყვარულია, გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, თბილი ზღვის ჯიშად ითვლება, მაგრამ იტანს (წიწვების მცირე დაზიანებით) ხანმოკლე ყინვას — 18 გრადუსამდე. ნიადაგისადმი დაუდევარია — ეგუება მწირ ნიადაგებს, იზრდება კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშნარებზეც.[2]
ფრიად დეკორატიულია. ლამაზია როგორც სოლიტერად, ისე ღია ადგილებში პატარა ჯგუფებად გაშენებული, საუკეთესო და ულამაზესი ხეივნების შესაქმნელად.[4][5]
სქოლიო