ისეტი |
---|
|
|
ქვეყანა |
რუსეთი |
---|
ტერიტორიული ერთეულები |
სვერდლოვსკის ოლქი, კურგანის ოლქი, ტიუმენის ოლქი |
---|
ქალაქები |
ეკატერინბურგი, კამენსკ-ურალსკი, კიტაისკი, დალმატოვო, შადრინსკი |
---|
|
მარჯვენა შენაკადები |
მიასი, ტეჩა, სინარა |
---|
|
სათავე |
ისეტის წყალსაცავი 56°57′39″ ჩ. გ. 60°24′12″ ა. გ. / 56.96083° ჩ. გ. 60.40333° ა. გ. / 56.96083; 60.40333 |
---|
შესართავი |
ტობოლი 56°35′57″ ჩ. გ. 66°17′16″ ა. გ. / 56.59917° ჩ. გ. 66.28778° ა. გ. / 56.59917; 66.28778 |
---|
|
სიგრძე |
606 კმ |
---|
აუზის ფართობი |
58,9 ათასი კმ² |
---|
მდინარის სისტემა |
ტობოლი → ირტიში → ობი → კარის ზღვა |
---|
წყლის ხარჯი (საშ.) |
65,4 მ³/წმ |
---|
— სათავე, — შესართავი |
ისეტი ვიკისაწყობში |
ისეტი (რუს. Исеть) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის, კურგანისა და ტიუმენის ოლქებში; ტობოლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 606 კმ, აუზის ფართობი 58,9 ათასი კმ². სათავეს იღებს ისეტის წყალსაცავიდან, ეკატერინბურგის ჩრდილო-დასავლეთით. ზემო წელზე მიედინება შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, რამდენიმე ტბორისა (ვერხ-ისეტის და სხვ.) და წყალსაცავის გავლით; ცალკეულ მონაკვეთებში ჭორომიანია. დასავლეთ ციმბირის ვაკეზე მიედინება ფართო ხეობაში. იკვებება შერეულად. წყლის საშუალო წლიური ხარჯი სოფელ ისეტსკოესთან (შესართავიდან 105 კმ) 65,4 მ³/წმ-ია. იყინება ნოემბერში, ყინულძვრა აპრილის შუა ხანებში. მთავარი შენაკადებია: მიასი, ტეჩა, სინარა (ყველა მარჯვენა). ეკატერინბურგის წყალმომარაგების გეუმჯობესების მიზნით ისეტის წყლოვანების გაზრდისათვის ვოლჩიხის წყალსაცავიდან (მდინარე ჩუსოვაიაზე) არხისა (6 კმ) და მდინარე რეშეტკის მეშვეობით ხორციელდება წყლის გადასროლა ვერხ-ისეტის ტბორში. სანაოსნოა ქალაქ შადრინსკიდან. ისეტზე მდებარეობს ქალაქები: ეკატერინბურგი, კამენსკ-ურალსკი, კიტაისკი, დალმატოვო, შადრინსკი.[1][2]
სქოლიო