ირლანდიის ლიტერატურის მუზეუმი (ირლ. Músaem Litríochta na hÉireann) — ლიტერატურული მუზეუმი დუბლინში, ირლანდიაში. ის გაიხსნა 2019 წლის სექტემბერში.[2] მუზეუმი ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის პარტნიორობის შედეგად მუშაობს. ის მდებარეობს წმინდა სტეფან გრინში. მასში ინახება ჯეიმზ ჯოისთან დაკავშირებული მასალების მუდმივი კოლექცია, მათ შორის მისი წიგნის, ულისეს პირველი გამოცემა და სხვა მრავალი კოლექცია ირლანდიის ლიტერატურიდან. მუზეუმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, შენობის დიზაინისა და არქიტექტურისთვის.
ისტორია
ნიუმენ ჰაუსში ლიტერატურული ცენტრის დაარსების იდეა გაჩნდა ბეულის კაფეში, ეიმონ კენეტის, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფინანსებისა და ვიცე-პრეზიდენტის და ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან გამართული საუბრის დროს. ბიბლიოთეკას აღარ ჰქონდა ჯეიმზ ჯოისის მთავარი მასალები და თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო რომ გახსნილიყო "ულისეს სახლი", სადაც მის წიგნებსა და სხვა რესურსებს გამოფენდნენ. თავად ჯოისი სწავლობდა ნიუმანის სახლში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მარტინ ნაუტონისა და მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდმა ამ იდეისთვის შემოწირულობა გაიღო, ხოლო Failte Ireland-თან დისკუსიის შემდეგ, რომელმაც 2.5 მილიონი ევრო შემოიღო, იდეა გაფართოვდა, დაწესებულებას ჯოისის წიგნებთან ერთად სხვა ირლანდიული ლიტერატურის ნამუშევრებიც უნდა გამოეფინა. მარტინ ნაუტონმა კიდევ დამატებითი ფულადი სახსრები გამოყო დაწესებულების შესაქმნელად.[3]
ხელმძღვანელობდა UCD-ის ანგლო-ირლანდიური ლიტერატურის პროფესორი მარგარეტ კელჰერი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი დაიწყო 2012 წელს ხოლო დიზაინზე მუშაობდნენ 2014 წლიდან. დიზაინი შემუშავებულია Ralph Appelbaum Associates-ის მიერ, ხოლო არქიტექტურული ნამუშევარი Scott Tallon Walker-ის მიერ. ძირითადი ყურადღება გამახვილდა აუდიტორულ მასალაზე და ვიზიტორებთან ურთიერთობის პოტენციალზე.
მშენებლობის პროექტის ბიუჯეტი იყო 6 მილიონ ევროზე მეტი. სამუშაოს ძირითადი ნაწილი იყო მუზეუმის დონის ცენტრალური კიბეების განახლება, ლიფტი და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნა. პროექტის საერთო ღირებულება 11 მილიონ ევროს აღემატება.
მუზეუმის პირველი დირექტორი არის სიმონ ო'კონორი, რომელიც ადრე მუშაობდა დუბლინის პატარა მუზეუმის დამფუძნებელ გუნდში.
მუზეუმის გახსნა დაგეგმილი იყო გახსნა 2019 წლის გაზაფხულზე,[4] 2019 წლის 20 სექტემბერს დაიწყო გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და UCD-ს პრეზიდენტი.[5] მუზეუმი ღიაა 10:30 საათიდან საღამოს 6-მდე, ხუთშაბათობით გვიან ღამემდე მასპინძლობს ვიზიტორებს.[6][7] მუზეუმში შესვლა ფასიანია.[6]
განათლება
მუზეუმი თავიდანვე დაგეგმილი იყო, სპეციალიზებული კვლევითი ბიბლიოთეკისთვის, ასევე მოზარდებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი პროგრამებისთვის.
მმართველობა
მუზეუმის შენობა ეკუთვნის UCD-ს და მუშაობს უნივერსიტეტისა და ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლობით.[8] მას ახორციელებს UCD კომპანია, ნიუმენ ჰაუზი, ლიტერატურული ცენტრი, CLG, რომელსაც ჰყავს 7-მდე წევრიანი საბჭო,
აღიარება
დიზაინმა მიიღო საპატიო ჯილდო ჟურნალ Creative Review-გან მუზეუმმა მოიპოვა ინდუსტრიული დიზაინერების საზოგადოების ოქროს ჯილდო, 2020 წელს.[9] მან 2020 წელს ასევე მოიპოვა MUSE დიზაინის ჯილდო ინტერიერის დიზაინისთვის,[10] და კარგი დიზაინის (გარემო) ჯილდო არქიტექტურის, ხელოვნების, დიზაინისა და ურბანული კვლევების ევროპული ცენტრისგან.[11]
მედია
მუზეუმის დიზაინი, მშენებლობა და გახსნა წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ ფილმში, Making a Museum: The Story of MoLI, ლუკ მაკმანუსის მიერ, რომელიც 2020 წელს გადიოდა RTÉ ტელევიზიით.[12]
მუზეუმს გახსნამდე ჰქონდა ციფრული რადიოსადგური, RadioMoLI[13] .[14] COVID-19– ის პანდემიის დახურვის შემდეგ მუზეუმის ხელახალი გახსნისთვის, შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი,რომელიც ეხება მუზეუმის ბაღს. ბაღი ანგლო-ირლანდიელი მწერლის, წიგნის „დროისა და ღმერთების“ წაკითხვისთვის შეიქმნა.[15]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო