ირლანდიის რესპუბლიკაში ქვეყნის მართვაში პროვინციები არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ სპორტში დიდი მნიშვბელობა აქვთ. ოლსტერი ლიგა რაგბიში მოიცავს პროვინციის ირლანდიურ და ბრიტანულ ნაწილს.
საგრაფო (ინგლ.County) — ირლანდიის ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ეს ეხება, როგორც ირლანდიას, აგრეთვე ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ამჟამად ირლანდიის კუნძულზე 32 საგრაფოა, მათნგა 26 შედის ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 6 — ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ირლანდიის რესპუბლიკაში ხუთ ქალაქს აქვს განსაკუთრებული სტატუსი (სიტი). დუბლინს — ქვეყნის დედაქალაქს — აქვს ადმინისტრაციული საგრაფოს სტატუსი, დანარჩენ ოთხს (გოლუეი, კორკი, ლიმერიკი, უოტერფორდი) კი — გაფართოებული უფლებამოსილებანი.
ჩრდილოეთ ირლანდია დაყოფილია 26 ადმინისტრაციულ რაიონად, ხოლო ოლსტერის ექვს საგრაფოს ტრადიციული ხასიათი აქვს.
↑ (1989) Gasaitéar na hÉireann / Gazetteer of Ireland. Dublin: Brainse Logainmneacha na Suirbhéireachta Ordanáis / Placenames Branch of the Ordnance Survey. ISBN070760076Invalid ISBN.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.