კარლ იოზეფ ვირთი (გერმ. Karl Joseph Wirth; დ. 6 სექტემბერი, 1879 — გ. 3 იანვარი, 1956) — გერმანელი პოლიტიკოსი. გერმანიის რაიხსკანცლერი 1921-1922 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს. იყო კათოლიკური პარტია „ცენტრის“ მემარცხენე ფრთის ლიდერი. 1914-1918 და 1920-1933 წლებში რაიხსტაგის დეპუტატი. 1921 წლის მაისიდან 1922 წლის ნოემბრამდე ჯერ რაიხსკანცლერი, შემდეგ კი რაიხსკანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მისმა მთავრობამ ხელი მოაწერა რაპალოს ხელშეკრულებას. (1922). 1930-1931 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. 1933-1948 წლებში იყო ემიგრაციაში. გამოდიოდა გერმანიაში მილიტარიზმის აღორძინების წინააღმდეგ. 1955 წელს სსრკ-მ მიანიჭა ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის“
ლიტერატურა