თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი (გერმ. Theobald von Bethmann Hollweg; დ. 29 ნოემბერი, 1856 ― გ. 2 იანვარი, 1921) — გერმანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერი 1909-1917 წლებში.
პოლიტიკური მოღვაწეობა
- 1905-07 წლებში: პრუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი.
- 1907-09 წლებში: გერმანიის იმპერიის შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივანი და რაიხსკანცლერის მოადგილე.
- 1909-17 წლებში: გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი. ეყრდნობოდა კონსერვატორებს და კათოლიკურ ცენტრისტულ პარტიას („შავ-ცისფერ ბლოკს“). აქტიური როლი შეასრულა პირველი მსოფლიო ომის მომზადებასა და გაჩაღებაში.
რესურსები ინტერნეტში