იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი „საგალობელნი იადგარნი“ (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“[2] და „ქართულისა ენისათჳს“ (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ1924, ჟურნალი „კავკასიონი“, №1-2)[1].
იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა „განმაცხოველებელი“, „შემმოსელი“, „მომგებელი“ და ტექსტის „მჩხრეკალი“[1].
სახელი
იოანე-ზოსიმე მის მიერ დამუშავებული ძეგლების „ანდერძებში“ ძირითადად მოხსენიებულია ერთი სახელით — იოანე. ასევე ხშირად გვხვდება მისი ორმაგი სახელი იოანე-ზოსიმე ან იოანე ფრიად ცოდვილი ზოსიმე. ორმაგ სახელს პროფესორიალექსანდრე ცაგარელი ორ სხვადასხვა პიროვნებად მიიჩნევს და სინას მთის ხელნაწერთა კატალოგში მათ ამგვარად აღნიშნავს: „იოანე, ზოსიმე“[3] ან „იოანე და ზოსიმე“[4]. კორნელი კეკელიძე ამ ორი სახელიდან ერთ–ერთს საერისკაცოდ მიიჩნევს, ხოლო მეორეს — საბერმმონაზვნოდ[5]. თავის სახელს იოანე ერთგან კრიპტოგრაფიულადაც აღნიშნავს. მაგალითად, ერთ–ერთ მის მიერ გადაწერილ „დასდებელთა“ წიგნში[6] იგი აღნიშნავს:
იოანე–ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც მას გადაუწერია, 949 წლით თარიღდება. ამის საფუძველზე კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ იოანე X საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო[8]. იოანე, როგორც ირკვევა, უბრალო ბერი ყოფილა და მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ არც ერთ მისსავე ანდერძ–მინაწერში, სადაც მისი თანამშრომლების სახელები და ხარისხებიცაა მითითებული, ის მღვდლად არაა მოხსენიებული. ამიტომ იგი, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო ისეთი საეკლესიო თანამდებობებისაგან, როგორიცაა მოძღვარი, დეკანოზი, მამასახლისი და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ მოღვაწეობას დაუთმო[5]. მიუხედავად მისი პროფესიისათვის შესაფერისი საჭირო ენერგიისა, იოანე–ზოსიმე ფიზიკურად სუსტი ყოფილა. ამაზე მეტყველებს თავისივე ანდერძ–მიანაწერები, რომლებშიც იგი თვალნაკლოვანებას, ხაშმს[9] და მოხუცებულობას უჩივის. მაგალითად, 956 წელს გადაწერილ ძეგლში იოანე წერს[10][11]:
ფრიად ხაშმსა და თუალმორიდებითსა დამიჩხრეკიან წიგნი ესე
დავჩხრიკე ჴელითა ჩემითა ფრიად ცოდვილისაჲთა წიგნი ესე კანონი დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებისა ჩემისათა დიად ხაშმან და ბრმამან მრავლითა ჭირითა
იოანე თავდაპირველად პალესტინაში, საბა განწმედილის ლავრაში მოღვაწეობს. 978 წელს იგი უკვე სინას მთაზეა. კორნელი კეკელიძე ფიქრობს, რომ X საუკუნის 60–იან წლებში საბაწმინდის ლავრიდან სინას მთაზე გადასულ ქართველ მოღვაწეთა შორის იოანე–ზოსიმეც იყო[17]. მასთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ გიორგი, გაბრიელი და ბასილი, რომელთა სახელებსაც ვხვდებით როგორც საბას ლავრაში დაწერილ "იადგარში"[18][19], ასევე სინას მთაზე974–987 წლებში დამუშავებულ ხელნაწერებში[20]. უკანასკნელი ხელნაწერი იოანე–ზოსიმესი 987 წელს ეკუთვნის. სავარაუდოა, რომ იოანეს გარდაცვალების თარიღიც 987 წელთან ახლოს იყოს[8].
შემოქმედება
იოანე–ზოსიმეს ლიტერატურული მოღვაწეობა პირობითად ორ ნაწილად იყოფა — საბა განწმენდილის ლავრაში (პალესტინა) მოღვაწეობა და სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდი. საბაწმინდის ლავრიდან ცნობილია იოანეს სამი ხელნაწერი: ერთი 949 წლისა, რომელიც დღეს პეტერბურგის საჯარო წიგნსაცავში ინახება და მარი ბროსეს მიერაა აღწერილი[21], მეორე — 954 წლის „საგალობელნი“[22] და მესამე — „იადგარი“, რომელიც 956 წლითაა დათარიღებული[11][23]. ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს „იადგარი საწელიწდოჲ“[24] მისი შედგენილობისა და შინაარსის მიხედვით. 956 წლიდან მოყოლებული (იადგარის დაწერის შემდეგ) 973 წლამდე იოანე–ზოსიმეს ნაშრომები აღარ გვხვდება. 973 წელს, უკვე სინას მთაზე მყოფს, მას შეუმოსია ერთ–ერთი წიგნი, რომელიც მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდის პირველ შრომად ითვლება[25].
იოანე–ზოსიმეს ერთ–ერთ დამსახურებად ითვლება მის ხელნაწერებზე მის მიერვე დართული ე. წ. „ანდერძები“, რომლებშიც აღნიშნულია თარიღი (ქართულათან ერთად ხშირად უცხოურიც) წიგნის გადაწერის ან შემოსვის, ავტორის თანამშრომლები და სინას მთის მოღვაწეები. იოანეს „ანდერძებიდან“ ირკვევა, რომ იგი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა[26]:
ტექსტის „განმაცხოველებელი“ — წაშლილი ადგილების აღმდგენი.
„შემმოსველი“ — ამკინძავი და გარეკანის გამკეთებელი როგორც ახალი, ისე ძველად გადაწერილი წიგნებისათვის[27].
„შემკვეთელი“ და „მომგებელი“ სხვადასხვა წიგნისა[28].
„დამჩხრეკი“ ან „მჩხრეკელი“ — ტექსტის გადამწერი[29][30].
კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბერძნული ენის კარგად ცოდნისა, იოანე–ზოსიმე მთარგმნელობას არ მისდევდა. ხელნაწერები, რომლებიც მის მიერ „დაჩხრეკილ“ (გადაწერილ), „შემოსილ“ და შეკვეთილ წიგნებს აღნიშნავენ, არსად მიუთითებენ, რომ მას რაიმე ეთარგმნოს[31]. გადასაწერ ტექსტებში იოანე–ზოსიმე უფრო ბიბლიურ და ლიტურგიკულ ტექსტებზე მუშაობს.
ორიგინალური შემოქმედება
ლიტერატურა
ბერაძე პ., ქართული იამბიკოს შესახებ, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1943, ტ. 4, № 6;
კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;