დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი1991 წელს. მსოფლიოსა და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1988); მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (1990). სსრკ ექვსგზის (1985–1990) ჩემპიონი (სამგზის აბსოლუტური), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 1990). გამოდიოდა სამეულში ნ. ანისიმოვასთან და ს. მაკარიჩევასთან ერთად, შემდეგ — ნ. ანისიმოვასთან და ი. ოვოიანთან ერთად. 2004 წელს აირჩიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.