ილარიონ ქართველი (ყანჩაველი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილარიონი.

ილარიონ ქართველი-ახალი (ერობაში – იესე ყანჩაველი; დ. 1776, სოფ. ლოსიათხევი, შორაპნის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 12 თებერვალი, 1864, ათონის მთა) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი . ხსენების დღე ძვ. სტილით 14 თებერვალი, ახ. სტილით 27 თებერვალი.

წმ. ილარიონი დაიბადა ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იყო წმინდანი, როდესაც ბიძამ განდეგილობაში მოღვაწე ბერდიაკონმა სტეფანემ, ღვთის ჩაგონებით, თავისთან წაიყვანა.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როდესაც თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა - კურთხევისათვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა ურჩია: "შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როდესაც ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნება."

შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით ჰყოლოდა მოძღვარი და მრჩეველი.

მეფის მორჩილმა იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიის პრესვიტერად დაადგინეს.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე. სოლომონ II-მ მოიწვია დიდებულთა საბჭო და დაადგინეს, რადგან მეფეს არ ჰყავდა ტახტის მემკვიდრე, მის გარდაცვალებამდე იმერეთს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ერთმორწმუნე რუსეთთან ძმურ ურთიერთობაში ყოფილიყო, მეფის სიკვდელის შემდეგ კი იმერეთში უნდა ემოქმედა იმპერიის კანონმდებლობას.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მალე მეფე სოლომონს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამეფო. მეფის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში "საპატიო" მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. დაიწყო უკანასკნელი, უსიხარულო ეტაპი მისი ცხოვრებისა. პროტოპრესვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე - მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა.

სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.

ამის შემდეგ მამამ იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის იმპერატორისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ცხოვრობდა. მამა იესემ მარიამს იმერეთის მეფის უკანასკნელი დღეების შესახებ მოუთხრო, შემდეგ კი დედოფლის თხოვნით, სასახლის კარზე დარჩა. მან მოსკოვში ჩაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც მეფე სოლომონის საკუთრება იყო. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა.

მეფის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.

ათონელ ბერებს წმიდანი სიწმიდეთა დასათვალიერებლად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.

1821 წელს წმიდანი ბერად ეკურთხა და ილარიონი ეწოდა. აღკვეცისას მას ახალი სამოსი მოუმზადეს, მაგრამ ითხოვა, ისევ დაკონკილი ძონძებით შეემოსათ.

მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მძიმე მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვისას მამა ილარიონი დაინახა ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო, ხელებზე ეამბორა, თან დაიძახოდა: "მამა იესე! მამა იესე! წმიდა მოძღვარი! მეფის მოძღვარი!" მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.

ამ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან, კუმიცაზე დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როდესაც ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა აფხაზეთიდან. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საცხოვრებლად საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.

ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ღვთისმგმობელი ფაშა განაგრძობდა ქრისტიანთა წამებასა და ხოცვა-ჟლეტას. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას. მამა ილარიონმა სასტიკად ამხილა ფაშა ურწმუნოებისა და სისასტიკისათვის: "შენ ქრისტიანის მშობლების შვილი ხარ და ასე სასტიკად, ჭეშმარიტად მხეცურად იქცევი, რომ ჩაახშო ქრისტესაგან განდგომით გამოწვეული სინდისის ქენჯნა". ფაშამ სიცილით უპასუხა: "პირიქით, მე იმდენად მოხარული ვარ სასაცილო ქრისტიანული რწმენის თავიდან მოშორებით, რომ როდესაც ჩემთან მოვიდა ის, ვინც მშობლებს მომტაცა და თურქებს მიმყიდა, ბაქშიში (ჯილდო) ვუბოძე. თქვენი რწმენა ჭეშმარიტი და ღვთის სათნო რომ იყოს, ღმერთი მტრების ხელში არ ჩაგაგდებდათ. და ისინი არ დაგჩაგრავდნენ ყველგან და ყოველთვის." წმინდანმა მიუგო: "ფაშა, შენ ყველაფერი მცდარად გესმის. განა მამა არ მოიმარჯვებს წკეპლას ცელქი შვილის დასასჯელად? მაგრამ ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ გულიდან ამოიგდოს შვილი, არამედ გამოსასწორებლად. როდესაც მას გამოსწორებულს დაინახავს, გადატეხავს წკეპლას და ცეცხლს მისცემს." თქვენც ჩვენი ცოდვების გამო მოგიშვათ ჩვენზე ღმერთმა, თქვენ წარმოადგენთ კვერთხს ღვთის ხელში, მაგრამ როდესაც გამოსწორებულს გვიხილავს, ამ უსარგებლო ნივთს ცეცხლში მოისვრისო...

წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან და სასტიკად ამხელდა, ყოველნაირად ცდილობდა, გაეღიზიანებინა და ფაშასგან სასიკვდილო განაჩენის გამოტანით მოწამეობრივად დაესრულებინა სიცოცხლე.

მეოთხე დღეს მამა ილარიონი კვლავ ეახლა ფაშას და მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: "როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?" მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო.

მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: "სიკვდილი მაგას!" და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა კარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე ძვლივს შეგვხვდა და ისიც რომ მოვკლათო.

წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მას მოყვასის სიყვარულის გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.

წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვაბულებში, შემდეგ კი, უფრო მძიმე ღვაწლი იტვირთა - წმ. პავლეს მონასტრის გოდოლში დაეყუდა. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რამდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა - ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს.

ერთხელ მომლოცველთა ჯგუფმა დაყუდებული ბერის ნახვა მოიწადინა. მათ ცოცხალი კიბის გაკეთება გადაწყვიტეს. ერთმანეთზე შედგნენ, რომ როგორმე სარკმელს მისწვდომოდნენ. ბერმა, დატოვა სენაკი და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო.

მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში, რუსიკში...

ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით "ყვავილნარი". წიგნებში, ძირითადად, წმინდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულ ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.

მამა ილარიონი გარდაიცვალა რუსიკის სავანეში წმინდა გიორგის - მის მიერ გამორჩეულად საყვარელი წმინდანის სახელობის სენაკში 1864 წლის 12 თებერვალს. სიცოცხლის მიწურულს იგი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. " დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადავიტან". სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა.

მამა საბა სხვადასხვა გარემოებებმა აიძულა, საიდუმლო გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა და მის ღამისთევის ლოცვისას ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.

ერთ მეუდაბნოეს სწორედ ამ დროს მამა საბას სენაკის თავზე უხილავს მზის მსგავსი მანათობელი სფერო, რომელიც სხივებს აფრქვევდა: სიცოცხლეშივე სასწაულებით გაბრწყინებული წმიდანი უფალმა სიკვდილის შემდგომი სასწაულებითაც ადიდა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმინდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი – ახალი.

ლიტერატურა

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Aéroport de Futuna - Pointe-VeleBandar Udara Pointe VeleIATA: FUTICAO: NLWF FUTLokasi bandar udara di FutunaInformasiJenisPublikMelayaniPulau Futuna, Wallis dan FutunaLokasiPoint VeleKetinggian dpl6 mdplKoordinat14°18′41″S 178°03′58″W / 14.31139°S 178.06611°W / -14.31139; -178.06611Landasan pacu Arah Panjang Permukaan m kaki 07/25 1,000 3,609 Aspal Sumber:[1][2] Peta dari Kepulauan Hoorn (Futuna dan Alofi) yang menunjukkan lokasi ...

 

artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Masalah khususnya adalah: Butuh wikifikasi Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Merapikan artikel dapat dilakukan dengan wikifikasi atau membagi artikel ke paragraf-paragraf. Jika sudah dirapikan, silakan hapus templat ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Kolonel TNI (Purn.) HajiBarlian Panglima Kodam IV/SriwijayaMasa jabatan2 Juli 1956 – 31 Desember 1958 PendahuluLetkol Inf dr ...

 

1982 video gameGalactic AdventuresPublisher(s)Strategic SimulationsPlatform(s)Apple II, Atari 8-bitReleaseNA: 1982Genre(s)RPG Galactic Adventures is a 1982 video game published by Strategic Simulations for the Apple II and Atari 8-bit family. Contents Galactic Adventures is an adventure game using the graphics and combat system from Galactic Gladiators, and building a team of adventurers.[1] Reception David Long reviewed the game for Computer Gaming World, and stated that SSI has done...

Administrative entry restrictions Visa requirements for Malian citizens are administrative entry restrictions by the authorities of other states placed on citizens of the Mali. As of 2 July 2019, Malian citizens had visa-free or visa on arrival access to 54 countries and territories, ranking the Malian passport 90th in terms of travel freedom (tied with a passport from Niger) according to the Henley Passport Index.[1] Visa requirements map Visa requirements for Malian citizens &#...

 

Japanese anime television series This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article may contain an excessive amount of intricate detail that may interest only a particular audience. Please help by spinning off or relocating any relevant information, and removing excessive detail that may be against Wikipedia's inclusion policy. (January 2015) (Learn how and when to remove this t...

 

Foto tahun 1999 yang memperlihatkan sisi timur laut proyek perumahan Cabrini–Green di Chicago, salah satu dari banyak upaya pembaruan perkotaan. Peremajaan kota (Inggris: urban renewal atau urban regeneration), merupakan suatu program pembangunan kembali pada lahan di daerah dengan penggunaan lahan perkotaan yang kepadatannya sedang hingga tinggi. Selama ini pembaruan telah mencatat berbagai keberhasilan maupun kegagalan. Perwujudannya secara modern dimulai pada akhir abad ke-19 di nega...

Cathy O'Donnell Cathy O'Donnell, pseudonimo di Ann Steely (Siluria, 6 luglio 1923 – Los Angeles, 11 aprile 1970), è stata un'attrice statunitense. Indice 1 Biografia 2 Vita privata 3 Filmografia 3.1 Cinema 3.2 Televisione 4 Doppiatrici italiane 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Biografia Nativa dell'Alabama, frequentò la Oklahoma City University e studiò recitazione all'American Academy of Dramatic Arts, prima di iniziare la carriera di attrice sul palcoscenico. Nel 1945 firmò un ...

 

Artikel ini bukan mengenai Daun bawang. Bawang daun Allium fistulosum pada suatu pertanian Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae (tanpa takson): Tracheophyta (tanpa takson): Angiospermae (tanpa takson): Monokotil Ordo: Asparagales Famili: Amaryllidaceae Genus: Allium Spesies: Allium fistulosumL. Sinonim[1][2] Allium bouddae Debeaux Allium fistulosum var. caespitosum Makino Allium fistulosum var. giganteum Makino Allium kashgaricum Prokh. Allium saxatile Pall. Allium wakegi Arak...

 

United States Navy heavy cruiser For other ships with the same name, see USS Columbus. USS Columbus on 12 July 1948 History United States NameColumbus NamesakeCity of Columbus, Ohio Ordered9 September 1940 Laid down28 June 1943 Launched30 November 1944 Sponsored byMrs. E. G. Meyers Commissioned8 June 1945 Decommissioned31 January 1975 ReclassifiedCG-12, 30 September 1959 Stricken9 August 1976 Identification Callsign: NBZW Hull number: CA-74 MottoAd Frontes Mundi Nickname(s)The Tall Lady Honor...

Yohanes 19Yohanes 19:1-7 pada sisi verso Papirus 90, yang ditulis sekitar tahun 150-175 M.KitabInjil YohanesKategoriInjilBagian Alkitab KristenPerjanjian BaruUrutan dalamKitab Kristen4← pasal 18 pasal 20 → Yohanes 19 (disingkat Yoh 19) adalah bagian dari Injil Yohanes pada Perjanjian Baru dalam Alkitab Kristen, menurut kesaksian Yohanes, seorang dari Keduabelas Rasul pertama Yesus Kristus.[1][2] Teks Yohanes 19:17-18,25-26 pada Papirus 121 (abad ke-3) Naskah asliny...

 

تتضمن القائمة أدناه قائمة الموانئ السعودية وتنقسم إلى الموانئ الرئيسة التي تتولى الهيئة العامة للموانئ السعودية الإشراف عليها مباشرةً، والموانئ الفرعية التابعة:[1] الموانئ السعودية الرئيسة في البحر الأحمر المقالة الرئيسة: البحر الأحمر ميناء جدة الإسلامي ميناء جدة ا�...

 

У этого термина существуют и другие значения, см. Петровский. Петровский Бывшие названия Стадион имени В. И. Ленина (1925—1992) Местоположение Санкт-Петербург, Россия Заложен 1924 Построен 1925 Открыт 26 июля 1925 Владелец муниципалитет Вместимость 4400[1] (допуск зрителей — ...

Embryonic cell of the placental surface SyncytiotrophoblastPrimary chorionic villi. Diagrammatic.Secondary chorionic villi. Diagrammatic.DetailsCarnegie stage5aDays8IdentifiersLatinsyncitiotrophoblastusTEE6.0.1.1.4.0.2 FMA83040Anatomical terminology[edit on Wikidata] The syncytiotrophoblast (from the Greek 'syn'- together; 'cytio'- of cells; 'tropho'- nutrition; 'blast'- bud) is the epithelial covering of the highly vascular embryonic placental villi, which invades the wall of the uterus ...

 

Romantic Period Title illustration of Esaias Tegnér's Frithiof's Saga (1876 ed.) Swedish Romantic literature denotes Swedish literature between 1809 and 1830.[1] In Europe, the period from circa 1805–1840 is known as Romanticism. It was also strongly featured in Sweden, based on German influences. During this relatively short period, there were so many great Swedish poets, that the era is referred to as the Golden Age of Swedish poetry.[2][3] The period started ...

 

Spoof website This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs to be updated. Please help update this article to reflect recent events or newly available information. (February 2016) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sour...

Agreement ending the War of the Sixth Coalition For other treaties of Paris, see Treaty of Paris (disambiguation). Treaty of ParisTypePeace treatyContextNapoleonic WarsSigned30 May 1814LocationParis, FrancePartiesFrance Sixth Coalition:  United Kingdom Russia Austria Prussia The Treaty of Paris, signed on 30 May 1814, ended the war between France and the Sixth Coalition, part of the Napoleonic Wars, following an armistice signed on 23 April between Charles, Count of Artois...

 

العتبة الكاظمية المقدسةالحضرة الكاظمية ليلاًمعلومات عامةنوع المبنى مسجدالمكان الكاظمية، بغدادالمنطقة الإدارية بغداد البلد  العراقالديانة الشيعة التفاصيل التقنيةيضم قبة معلومات أخرىموقع الويب الموقع الرسميالإحداثيات 33°22′48″N 44°20′17″E / 33.38°N 44.338°E / 33.38; ...

 

阿拉伯也门共和国الجمهوريّة العربية اليمنية1962年—1990年 国旗 国徽 国歌:《和平归大地》(1962年-1978年) 《一个国家的意志(英语:A Nation's Will)》(1978年-1990年)首都萨那常用语言阿拉伯语政府军政府领导下的单一制一党制共和國總統 總理 历史时期冷戰• 建立 1962年9月26日• 統一 1990年5月22日 面积1986年195,000平方公里人口• 1986年 9274...

Ice hockey championship 2023 IIHF Women's U18 World ChampionshipTournament detailsHost country SwedenVenue(s)1 (in 1 host city)Dates8–15 January 2023Teams8Final positionsChampions  Canada (7th title)Runner-up  SwedenThird place  United StatesFourth place FinlandTournament statisticsGames played21Goals scored130 (6.19 per game)Attendance11,604 (553 per game)Scoring leader(s) Nela Lopušanová (12 points)MVP Nela Lopu�...

 

Luntang LantungPoster filmSutradaraFajar NugrosProduserNovita SumargoDitulis olehAlim SudioRahmat HCMia AmaliaBerdasarkanLuntang-Lantungoleh Roy SaputraPemeranDimas AnggaraMuhadkly AchoDhea SetoKimberly RyderSoleh SolihunJoe Project PPenata musikJoseph DjafarSinematograferYoyok Budi SantosoPenyuntingRyan PurwokoPerusahaanproduksiMMA PicturesDistributorMaxima PicturesTanggal rilis 08 Mei 2014 (2014-05-08) NegaraIndonesiaBahasaBahasa Indonesia Luntang Lantung adalah film drama Indone...