ლიუ იიფეი დაიბადა 1987 წლის25 აგვისტოს, ვუჰანში, ჩინეთში. მისი მამა ანაოკანგი არის საფრანგეთისა და ჩინეთის ელჩის მდივანი და ფრანგულენოვანი უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო დედა ლიჟუ სიაოლი მოცეკვავეა. ლიუ დედისერთა არ არის, მას ჰყავს უმცროსი და და ძმა.
როდესაც ლიუ იიფეი 10 წლის იყო, მისი მშობლები გაშორდნენ. იგი იმავე წელს დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და დედის გვარი მიიღო. ლიუ სწავლობდა ლუი პასტერის საშუალო სკოლაში. 15 წლის ასაკში იგი მიიღეს პეკინის კინოაკადემიის სპექტაკლის ინსტიტუტში. მან ინსტიტუტი დაამთავრა 2006 წელს.
პირადი ცხოვრება
ლიუმ 2013 წელს გაიცნო ჩინელი მსახიობი სონგ სენგ-ჰეონი. წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. მრავალი წლის ურთიერთობის შემდეგ, ლიუ იიფეი და მისი მეგობარი ბიჭი დაშორდნენ, მათი დაშორების შესახებ სოციალურმა მედიამ 2018 წლის იანვარში გაიგო. მათი თქმით. ლიუმ ინტერვიუში თქვა, რომ მათი დაშორების მიზეზი იყო მათი ძალიან დაკავებული ცხოვრება, რის გამოც ისინი ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ.