იბერო-მავრიტანული კულტურა — მაღრიბის ტერიტორიაზე გავრცელებული სარჩულიანი დანების წარმოება.[1] ეს წარმოება პირველად 1909 წელს ფრანგმა მეცნიერმა პალარმა აღწერა.[2] აღნიშნულ ინდუსტრიას ასევე მოიხსენიებენ "მოულინურად" და "ორანიულად".[3]
ბოლო საველე სამუშაოები წარმოაჩენენ, რომ კულტურა მოცემულ რეგიონში დაახლოებით ბოლო გამყინვარების მაქსიმუმიდან (დაახლ. 20 000 წ.) გვიანდელ დრიასამდე არსებოდა.[4] აღნიშნული კულტურა ჩაანაცვლა კაპსიურმა, რომელიც მიიჩნევა, რომ მაღრიბში ახლო აღმოსავლეთიდან შევიდა,[5] თუმცა ბოლო გამოკვლევების მიხედვით მტკიცდება, რომ იბერო-მავრიტანული კულტურა შეიძლება ყოფილიყო კაპსიურის წინაპარი.[6][7]
სქოლიო
↑Camps, G., 1974. Les Civilisations Préhistoriques de l'Afrique du Nord et du Sahara, Paris: Doin
↑Pallary, P., 1909. Instructions pour la recherche préhistorique dans le Nord-Ouest de l'Afrique, Algiers.
↑Balout, L., 1955. Préhistoire de l'Afrique du Nord, Paris: Arts et Métiers Graphiques
↑Bouzouggar, A. et al., 2008. Reevaluating the Age of the Iberomaurusian in Morocco. African Archaeological Review, 25(1), pp.3–19
↑Camps, G., 1974. Les Civilisations Préhistoriques de l'Afrique du Nord et du Sahara, Paris: Doin
↑Lubell, D., Sheppard, P. & Jackes, M., 1984. Continuity in the Epipalaeolithic of North Africa with Emphasis on the Maghreb. Advances in World Archaeology, 3, pp.143–191
↑Irish, J.D., 2000. The Iberomaurusian enigma: North African progenitor or dead end? Journal of Human Evolution, 39(4), pp.393–410