მავრეტანია — ანტიკურ ხანაში წარმოადგენდა ლიბიის ნაწილს და მდებარეობდა ნუმიდიის დასავლეთით. დღეის მდგომარეობით ის შეესაბამება მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, დავავლეთ ალჟირს და ესპანეთის ქალაქებს: სეუტა და მელილია.
მავრეტანია წარმოადგენდა დამოუკიდებელ ტომობრივ სამეფოს ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ძვ. წ 33 წლამდე, როდესაც ის გახდა რომის ვასალური სახელმწიფო. ხოლო ახალი წელთაღრიცხვით 40 წელს, ხოლო ბოლო მეფის პტოლემეის გარდაცვალების შემდეგ ის გადაიქცა რომის პროვინციად. მავრეტანია 430-იან წლებში დაიპყრეს ვანდალებმა, თუმცა აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ის 533 წელს დაიბრუნა. ტერიტორია ბოლოს 698 წელს დაიპყრეს არაბებმა.
მეფეები
მავრეტანიის ცნობილი მეფეები არიან:
საზელი |
კორონაცია |
შენიშვნა |
სურათი
|
ბაგა |
ძვ. წ. 225 |
|
|
ბოკხუს I |
ძვ. წ. 110-80 |
|
|
ბოკხუს II |
ძვ. წ. 49-33 |
ბოგუდთან ერთად თანა-მმართველი |
|
ბოგუდი |
ძვ. წ. 49-38 |
ბოკხუს II-სთან ერთად თანა-მმართველი |
|
იუბა II |
ძვ. წ. 25 - ახ. წ. 23 |
რომის ქვეშევრომი მეფე |
|
პტოლემეი |
20–40 |
მევრეტანიის ბოლო მეფე; თავიდან იყო იუბა II-სთან ერთად თანა-მმართველი მეფე, მოკლა კალიგულამ. |
|
ლიტერატურა
- Westermann, Großer Atlas zur Weltgeschichte (გერმანულად)
რესურსები ინტერნეტში