|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.
|
თენგიზ ჟღენტი (დ. 7 თებერვალი, 1887, დაბლაციხე, ოზურგეთის მაზრა — გ. 24 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა გურიაში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. 1917 წლის მარტში იმყოფებოდა ირანში. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა სამოქალაქო ომში უკრაინაში. 1919 წლის თებერვლიდან მუშაობდა სამხედრო კომისრად ელიზავეტოპოლში. 1919-1921 წლებში მონაწილეობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკების საბჭოთა ოკუპაციაში. 1921 წლის მარტიდან იყო ბათუმის ოლქის სამხედრო კომისარი. 1933 წლიდან იყო საქართველოს სსრ-ის ცაკის მდივანი. აქვს შრომები რევოლუციური მოძრაობის საკითხებზე. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
თენგიზ ჟღენტის მეუღლე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილის და.[1]
თხზულებები
- რევოლუციონური მოძრაობა სამეგრელოში 1905, „სახელგამი“, ტფილისი, 1929
- 1905 წელი გურიაში, ტფილისი, 1927
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო