თენგიზ ენდელაძე

თენგიზ გრიგოლის ძე ენდელაძე (დ. 30 სექტემბერი, 1954, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, უშიშროების გენერალ-მაიორი (2000).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1979; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 2004). 1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის არმიაში. 1982 წლიდან, სსრკ უშიშროების კომიტეტის მინსკის უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ, 1994 წლამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, 1994-1997 წლებში — სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი, 1999–2003 წლებში — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი, 2003-2004 წლებში — პრორექტორი. 2004 წლიდან თადარიგშია და დაკავებულია აკადემიური საქმიანობით.

ლიტერატურა