თენგიზ არჩვაძე (დ. 3 აგვისტო , 1932 , თბილისი — გ. 28 ოქტომბერი , 2023 , თბილისი ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967 ), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979 ). „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი (2017 ). რუსთავისა (2020 ) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022 ).
ბიოგრაფია
1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში . 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში , 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ , შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ . სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
გარდაიცვალა 2023 წლის 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში.[ 1] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში .[ 2]
ფილმოგრაფია
ჯილდოები და აღიარება
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ „გარდაიცვალა მსახიობი თენგიზ არჩვაძე“ . 1tv.ge . ციტირების თარიღი: 2023-10-28 .
↑ „თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს“ . interpressnews.ge . 31 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023 .
↑ „თენგიზ არჩვაძე - ხელოვნების ქურუმი“ . 1tv.ge . 18 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022 .
↑ თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა . საქართველოს პირველი არხი (14 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2020.
↑ „პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა“ . president.ge . ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2022 .
↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“ . netgazeti.ge . ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022 .