ზურაბ გეწაძე (დ. 6 თებერვალი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელი (2009–2022).
ბიოგრაფია
ზურაბ გეწაძე დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 1992 წლიდან. დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში 2008–2010 წლებში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
პროფესიული გამოცდილება
- 1992 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.
- 2000: შემოქმედებითი კავშირი „კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის“ დამფუძნებელი, მენჯერი, ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი.
- 2005 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
- 2009–2013: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მმართველი.
- 2013–2022: მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი.
- 2013–2017: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ დირექტორი.
- 2023 წლიდან: ა(ა)იპ „თეატრის განვითარების ფონდი“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე. [წყარო არ არის მითითებული 440 დღე]
ფილმოგრაფია
გადაღებულია ფილმებში
დადგმული სპექტაკლები
თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი
- 2023: ეჟენ იონესკო „მარტორქები“
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი
- 2008: სარა კეინი „4:48 ფსიქოზი“ (კითხვა), (ექსპერიმენტული სცენა)
ნათამაშები როლები
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
სატელევიზიო გადაცემების წამყვანი
- 1998–2000 წლები: „ტელე-პროცესი“ — მე-9 არხი
- 2000 წელი: „გვირგვინი“ — I არხი
- ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო აღნიშვნის მონაწილე.
- 2004–2006 წლები: „იმედის დილა“, „ჩვენი ეზო“ — ტელეკომპანია „იმედი“.
- 2007 წელი: მუსიკალური კონკურსის „იმედის ტალღა II“-ის პრიზიორი — ტელეკომპანია „იმედი“.
განხორციელებული პროექტები
- 2002: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, მენეჯერი.
- 2004: თეატრალური ფესტივალი „ახალი დრამა“, მენეჯერი.
- 2008: „სალომე ყანჩელის საღამო“, რუსთაველის თეატრი, მენეჯერი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად)
- 2009: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა თუმანიშვილის თეატრში. ბასა ჯანიკაშვილის „მეტრო“ და ლალი კეკელიძის „მკვდარი საათი“. რეჟისორი, პროექტის მენეჯერი.
- 2010: პროექტი „ახალი ქართული პიესების საჯარო კითხვები“ თუმანიშვილის თეატრში. პროექტის ხელმძღვანელი.
- 2013: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.
- 2014: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.
რესურსები ინტერნეტში