ზემო ქვალონი (ყოფ. ქვალონი) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 16 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 7 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
205 |
90 |
115
|
2014[1] |
145 |
72 |
73
|
სქოლიო