ყულევი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ქალაქი რედუტ-კალე. სოფელში მოქმედებს ნავთობტერმინალი.
გეოგრაფია
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის შესართავთან, შავი ზღვის ნაპირას. ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ფოთიდან 15 კმ-ით. ყულევი წარმოადგენს ერთ ქუჩას, რომელიც გასდევს მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირს გაღმა ქარიატადან ზღვამდე.
ისტორია
ყულევის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში. გამოვლენილია ორი ნამოსახლარი. ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, და მეორე მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მეორე ნამოსახლარის ზედა უგვიანესი ფენა ქალაქის ტიპის დასახლებადაა მიჩნეული.
1804 წელს ხობისწყლის შესართავში დაარსდა დასახლება სახელწოდებით რედიტ-კალე. მისი დაარსება უკავშირდება ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილების განლაგებას და რედუტის მოწყობას. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა იაკობ მარმა. ვაჭრების უმეტესობა იყო სომეხი და ბერძენი. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო.[2] ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1864[3] |
385 |
|
|
1876[4] |
617 |
331 |
286
|
1897[5] |
780 |
|
|
1910[6] |
787 |
408 |
379
|
1922[5] |
729 |
|
|
1926[5] |
872 |
|
|
2002[7] |
359 |
170 |
189
|
2014[1] |
280 |
145 |
135
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო