ზემო იმერეთი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდან ზემო იმერეთი გეოგრაფიული ტერმინი იყო, დღეისათვის ზემო იმერეთი მიჩნეულია დასავლეთ საქართველოს ერთ ეკონომიკურ რეგიონად, რომელშიც შედის ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
ლიტერატურა