ვოიაჯერ 1

ვოიაჯერ 1
ოპერატორი ნასა
NSSDC ID [1] 1977-084A[1]
მისიის ხანგრძლივობა 43 წელი, 11 თვე, 4 დღე
განვლილი მანძილი 23 მილიარდი კმ
ორბიტები იუპიტერი - 1979 წლის 5 მარტი (349 000 კმ)
სატურნი - 1980 წლის 12 ნოემბერი (124 000 კმ)
ტიტანი - 1980 წლის 12 ნოემბერი (6490 კმ)
მდებარეობა ვარსკვლავთშორისი სივრცე
სტატუსი აქტიური
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი Jet Propulsion Laboratory
დატვირთულის მასა 825,5 კგ
სიმძლავრე 470 ვატი
კვების წყაროები რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 1977 წლის 5 სექტემბერი,
სასტარტო მოედანი აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი
რაკეტა-მატარებელი Titan IIIE

ვოიაჯერ 1 (ინგლ. Voyager 1) — მოქმედი ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომელიც მზის სისტემას 1977 წლის 5 სექტემბრიდან სწავლობს. პროგრამა ვოიაჯერის უმთავრეს ამოცანას იუპიტერისა და სატურნის შესწავლა წარმოადგენდა. ვოიაჯერ 1 გახდა პირველი აპარატი, რომელმაც გაზის გიგანტების თანამგზავრთა დეტალური ფოტოები გადაიღო. ძირითადი მისიის დასრულების შემდეგ ვოიაჯერ 1 მზის სისტემის შორეული რეგიონების, მათ შორის კოიპერის სარტყელისა და ჰელიოსფეროს შესწავლას შეუდგა.[2]

ვოიაჯერ 1 ყველაზე სწრაფი კოსმოსური ზონდია, რომელმაც მზის სისტემის დატოვება მოახერხა. გარდა ამისა, იგი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორს მყოფი აპარატია. მან 2012 წელს ჰელიოსფერო დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა.

ვოიაჯერ 1-თან კომუნიკაცია ნასას შორეული კოსმოსური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დედამიწას, მზესა და აპარატს შორის არსებული მანძილი, ზონდის სტატუსი და მისი სიჩქარე ნასას ოფიციალურ საიტზეა ასახული.[3]

ისტორია

  • ვოიაჯერ 1-ის მისია 1977 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და თავდაპირველად მისი ხანგრძლივობა 5 წელს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აპარატი — ვოიაჯერ 2 — 16 დღით ადრე გაეშვა, ეს უკანასკნელი ვოიაჯერ 1-ს ვერასდროს დაეწევა. ორ იდენტურ ზონდს შორის მთავარ სხვაობას წარმოადგენს ის, რომ ვოიაჯერ 1-ის მისია უფრო მოკლე ტრაექტორიას ეფუძნებოდა, ვიდრე ვოიაჯერ 2. აპარატმა გაზის გიგანტებისა და მათ თანამგზავრების დეტალური სურათები დედამიწაზე გამოაგზავნა.[4]
მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა და მისი დიდი წითელი ლაქა
  • 1979 წლის 5 მარტს აპარატი იუპიტერს მაქსიმალურად, 349 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა და გაზის გიგანტისა და მისი თანამგზავრების შესწავლა დაიწყო. აპარატმა გამოიკვლია, რომ იუპიტერის ერთ-ერთ დიდ თანამგზავრზე - იოზე მოქმედი ვულკანები არსებობდა. გარდა ამისა, გაზის გიგანტის დეტალურმა შესწავლამ აჩენა, რომ პლანეტას გარს რგოლები არტყავს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით აქამდე შეუმჩნეველი იყო. აპრილში აპარატმა იუპიტერის სისტემის სრული შესწავლა დაასრულა და მოპოვებული ინფორმაცია დედამიწაზე გამოგზავნა. ამის შემდეგ ვოიაჯერ 1 სატურნისაკენ გაემართა.[5]
ვოიაჯერ 1-ის მიერ აღბეჭდილი სატურნი
  • 1980 წლის 12 ნოემბერს აპარატი სატურნს მაქსიმალურად, 124 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა გამოიკვლია, რომ პლანეტის ეკვატორის სიახლოვეს ქარების საშუალო სიჩქარე 3000 კმ/სთ-ს აღემატებოდა. გარდა ამისა, აპარატმა აღმოაჩინა, რომ გაზის გიგანტზე დღის ხანგრძლივობა 10 საათსა და 39 წუთს შეადგენდა. ასევე, ვოიაჯერ 1-მა დეტალურად შეისწავლა სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი - ტიტანი. ციური სხეულის ანალიზმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ტიტანის ატმოსფერო საკმაოდ კომპლექსურია. ტიტანის შემდგომმა შესწავლამ და მის გარშემო ფრენამ ვოიაჯერ 1-ს პლუტონისაკენ გამგზავრების საშუალება აღარ მისცა.[6]
ვულკანის ამოფრქვევა იოზე
  • 1990 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან აპარატმა კამერა დედამიწისაკენ მოაბრუნა და უკანასკნელად გადაუღო ფოტო. ამის შემდეგ, ენერგიის დაზოგვის მიზნით აპარატზე ყველა კამერა გამოირთო.[7]
ფერმკრთალი ლურჯი ლაქა
  • ვოიაჯერ 1-ის უკანასკნელ მისიად ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის სიღრმისეული შესწავლა განისაზღვრა. აპარატი პირველია, რომელმაც ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ პირობებზე ინფორმაცია შეაგროვა და დედამიწაზე გამოაგზავნა.
  • 1998 წლის 17 თებერვალს აპარატმა 69 ასტრონომიული ერთეულის დისტანციას მიაღწია და პიონერ 10 ჩამოიტოვა. ამ ფაქტმა ვოიაჯერ 1 ყველაზე შორს მყოფ აპარატად აქცია.[8]
  • 2004 წელს, 94 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ვოიაჯერ 1-მა დარტყმის ტალღა გადალახა და ისეთ სივრცეში მოხვდა, რომელშიც მზის ქარი სიჩქარეს მნიშვნელოვნად კარგავს და ელასტიურ გაზს ემსგავსება.[9]
  • 2010 წლის გაზაფხულის მიწურულისათვის ვოიაჯერ 1 მზიდან დაახლოებით 114 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული.[10]
  • 2011 წლის დეკემბერში, დაახლოებით 119 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე აპარატმა ე.წ სტაგნაციის რეგიონს მიაღწია. აღნიშნული რეგიონი მაგნიტური ველის გაორმაგებული ძაბვით ხასიათდება.[11]
  • 2012 წლის 25 აგვისტოს აპარატმა საბოლოოდ დატოვა ჰელიოსფერო და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლა. ამრიგად ის გახდა პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მზის სისტემიდან გავიდა.[12]
  • 2016 წლის 19 აპრილს ულტრაიისფერმა სპექტომეტრმა მუშაობა შეწყვიტა.
  • 2017 წლის 28 ნოემბერს, „ტრაექტორიის კორექტირების მანევრის“ ძრავებმა, მათი პირველი გამოყენების — 1980 წლის ნოემბრის შემდეგ — პირველად გაიარეს ტესტირება.[13]
  • 2022 წლის 14 ივლისს, ვოიაჯერ 1-მა მიაღწია 23.381 მილიარდ კმ-ს დედამიწიდან და 23.483 მილიარდ კმ-ს მზიდან.[14]
  • 2023 წლის 14 ნოემბერს, ბორტ კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეწყდა დედამიწაზე გასაგზავნი ინფორმაციის ტრანსლირება. ინჟინრებმა დაიწყეს კომპიუტერის მუშაობაში შესწორების დაგეგმვა და შემუშავება.[15][16]
  • 2024 წლის 22 აპრილს, ინჟინრებმა შესძლეს ზონდთან კავშირის აღდგენა, დაზიანებული მეხსიერების მიკროსქემიდან FDS-ში კოდის გადატანის გზით.[17]

აპარატის აღჭურვილობა

სამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:

  • 2 სატელევიზო კამერა, რომელთა თითოეული კადრი 125 კილობაიტ ინფორმაციას შეიცავს.
  • ინფრაწითელი სპექტრომეტრი, რომლის ამოცანას პლანეტების ენერგეტიკული ბალანსის, მათი ატმოსფეროებისა და თანამგზავრებისა და ტემპერატურული ველების შესწავლა წარმოადგენს.
  • ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომელიც ატმოსფეროს ზედა სფეროებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის შესასწავლადაა განკუთვნილი.
  • კოსმოსური სხივების დეტექტორი.
  • მაგნიტური ველების შემსწავლელი მაგნიტომეტრი.
  • დაბალი ენერგიის მქონე დამუხტული ნაწილაკების დეტექტორი.
  • სხვადასხვა ციური სხეულიდან მომდინარე რადიოტალღების მიმღები.
  • პლანეტშორისი პლაზმის 2 დეტექტორი.
  • პოლარიმეტრი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის გადანაწილებას შეისწავლის.
  • ოქროს ფირფიტა, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის დედამიწის კოორდინატები და მთელი რიგი აუდიო-ფოტო მასალაა ჩაწერილი.[18]

აპარატის სავარაუდო მომავალი

მართალია, აპარატის ოპერირების ვადა წლების წინ ამოიწურა, თუმცა სამეცნიერო აღჭურვილობის ნაწილი ისევ მუშაობს. მოწყობილობების ნაწილი ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორისგან იღებს, რომლის ჯამური სიმძლავრე აპარატის გაშვების მომენტში 470 ვატს შეადგენდა. 2012 წლის მონაცემებით, გენერატორის სიმძლავრე 45% შეადგენდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატზე არსებული მოწყობილობების ნაწილი ოპერირებას 2025 წლამდე შეძლებს.[19][20]

დაახლოებით 300 წლის შემდეგ ვოიაჯერ 1 ოორტის ღრუბლის შიდა რეგიონს მიაღწევს, რომლის დატოვებასაც 30 ათასი წელი დასჭირდება.[21]

დაახლოებით 40 ათასი წლის შემდეგ ვოიაჯერ 1 ვარსკვლავ გლიზე-445 1.6 სინათლის წლის მანძილზე მიუახლოვდება. ვარსკვლავი დედამიწიდან 17.1 სინათლის წლითაა დაშორებული.[22]

თუკი აპარატს ხელს არაფერი შეუშლის, ვოიაჯერ 1 მუდმივად ირმის ნახტომის გალაქტიკის საზღვრებში დარჩება.[23]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Voyager 1. NSSDC Master Catalog. NASA/NSSDC. ციტირების თარიღი: August 21, 2013
  2. The Fantastic Voyage of Voyager. ციტირების თარიღი: 3 March 2020
  3. Voyager - Mission Status. Jet Propulsion Laboratory. National Aeronautics and Space Administration. ციტირების თარიღი: April 24, 2021
  4. Voyager 1. BBC Solar System. ციტირების თარიღი: September 4, 2018
  5. Voyager - Images Voyager took of Jupiter en. ციტირების თარიღი: 2020-12-23
  6. Encounter with saturn. NASA. ციტირების თარიღი: August 29, 2013
  7. Staff (12 February 2020). „Pale Blue Dot Revisited“. NASA. ციტირების თარიღი: 12 February 2020.
  8. „Voyager 1 now most distant man-made object in space“. CNN. February 17, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2012. ციტირების თარიღი: July 1, 2012.
  9. Fisk, Len A. (2003). „Planetary Science: Over the edge?“ (PDF). Nature. 426 (6962): 21–2. Bibcode:2003Natur.426...21F. doi:10.1038/426021a. PMID 14603294.
  10. Voyager 1 Sees Solar Wind Decline. NASA (December 13, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2011. ციტირების თარიღი: September 16, 2013
  11. „Voyager: Still dancing 17 billion km from Earth“. BBC News. March 9, 2011.
  12. Ferris, Timothy (August 20, 2017). „How the Voyager Golden Record Was Made“. The New Yorker (ინგლისური). ISSN 0028-792X. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 15, 2024. ციტირების თარიღი: January 15, 2024.
  13. Greicius, Tony (December 1, 2017). „Voyager 1 Fires Up Thrusters After 37 Years“. NASA (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 19, 2021. ციტირების თარიღი: December 13, 2017.
  14. According to the Jet Propulsion Laboratory (JPL) status page [1] დაარქივებული January 1, 2018, საიტზე Wayback Machine.
  15. Engineers Working to Resolve Issue With Voyager 1 Computer – The Sun Spot en-US (December 12, 2023). ციტირების თარიღი: January 14, 2024
  16. Voyager 1 stops communicating with Earth en-US (December 13, 2023). ციტირების თარიღი: March 26, 2024
  17. NASA's Voyager 1 Resumes Sending Engineering Updates to Earth – Voyager en-US (April 22, 2024). ციტირების თარიღი: April 22, 2024
  18. Ferris, Timothy (May 2012). „Timothy Ferris on Voyagers' Never-Ending Journey“. Smithsonian Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: June 15, 2012. მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  19. Voyager - Operations Plan to the End Mission en. ციტირების თარიღი: September 20, 2019
  20. Voyager – Interstellar Science. NASA Jet Propulsion Laboratory (December 1, 2009). ციტირების თარიღი: December 2, 2009
  21. Catalog Page for PIA17046. Photo Journal. NASA. ციტირების თარიღი: April 27, 2014
  22. Voyager – Mission – Interstellar Mission. NASA (August 9, 2010). ციტირების თარიღი: March 17, 2011
  23. Bailer-Jones, Coryn A. L.; Farnocchia, Davide (April 3, 2019). „Future stellar flybys of the Voyager and Pioneer spacecraft“. Research Notes of the AAS. 3 (4): 59. arXiv:1912.03503. Bibcode:2019RNAAS...3d..59B. doi:10.3847/2515-5172/ab158e. S2CID 134524048.

Read other articles:

AMQ

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Maret 2023. AMQ dapat merujuk pada: Bandar Udara Internasional Pattimura (kode IATA: AMQ), bandar udara di Ambon, Maluku, Indonesia. Produk perangkat lunak (software) dari Red Hat. Lihat juga Semua halaman dengan judul yang diawali dengan AMQ Halaman-halaman lainnya...

 

Unsolved murders in 19th century London The Thames Torso Murders, often called the Thames Mysteries or the Embankment Murders, were a sequence of unsolved murders of women occurring in London, England from 1887 to 1889. The series included four incidents which were filed as belonging to the same series. None of the cases were solved, and only one of the four victims was identified. In addition, other murders of a similar kind, taking place between 1873 and 1902, have also been associated with...

 

本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要补充更多来源。 (2018年3月17日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:羅生門 (電影) — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 �...

Deseret NewsTipeSurat kabar harianFormatBroadsheetPemilikDeseret News Publishing Company(Deseret Management Corporation)PenerbitTidak adaRedaksiDoug WilksDidirikan15 Juni 1850 (173 tahun yang lalu)Pusat30 Timur 100 SelatanSalt Lake City, Utah 84111Amerika Serikat[1]Sirkulasi surat kabar40.719 hari kerja (cetak)109.330 Minggu (cetak)98.382 hari kerja (digital)98.150 Minggu (digital)(hingga May 2014)[2]ISSN0745-4724Situs webwww.deseretnews.com Deseret News (/dɛzəˈrɛt/ s...

 

Cifantuan Cífàntuán adalah jenis makanan dalam masakan Cina yang berasal dari Shanghai.[1][2] Makanan ini dibuat dengan membungkus erat sepotong youtiao (goreng adonan) bersama dengan beras ketan. Ini biasanya dikonsumsi saat sarapan bersama dengan susu kedelai manis dan gurih di Timur China, Taiwan, dan Hong Kong (yang dikenal pula sebagai chi faan). Dalam beberapa tahun terakhir, ada inovasi pada cifantuan tradisional, yang berasal dari Hong Kong dan Taiwan, kemudian terb...

 

Online university Not to be confused with Governors State University. Western Governors UniversityMottoA New Kind of U.TypePrivate university, distance education universityEstablished1997 (1997)AccreditationNWCCUBudget$800 million (2019)[1]PresidentScott Pulsipher[2]ProvostCourtney Hills McBeth[3]FoundersMike LeavittRoy Romer[4]Academic staff3,939 faculty[5]Total staff5,970 [5]Students150,116[6]LocationMillcreek, Utah, United States...

جوبا الوسطى الاسم الرسمي جوبا الوسطى موقع جوبا الوسطى الإحداثيات 0°59′00″N 42°39′00″E / 0.98333333333333°N 42.65°E / 0.98333333333333; 42.65  تقسيم إداري  البلد  الصومال  المحافظة محافظة جوبا الوسطى العاصمة بوالي  عدد السكان  العرق عرب  الدين مسلمون سنة معلومات أخرى ر�...

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

 

Pietro Lanza Branciforte Mastrogiovanni TascaIl principe Pietro Lanza di Scalea fotografato da Mario Nunes VaisPrincipe Lanza di ScaleaStemma In carica1919 –1938 PredecessoreFrancesco Lanza Branciforte Spinelli SuccessoreFrancesco Lanza Branciforte Fardella TrattamentoDon NascitaPalermo, 20 ottobre 1863 MorteRoma, 29 maggio 1938 (74 anni) Luogo di sepolturaCimitero di Santa Maria di Gesù DinastiaLanza PadreFrancesco Lanza Branciforte Spinelli MadreRosa Mastrogiovanni Tasca ...

This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (January 2013) (Learn how and when to remove this template message) 51st Fighter SquadronEmblem of the 51st Fighter SquadronActive1941-1946CountryUnited StatesBranchUnited States Air ForceRoleFighter SquadronMilitary unit 51st Fighter Squadron Curtiss P-40C 41-13442 51st Fighter...

 

Superhydride redirects here. For the class of compounds sometimes known as superhydrides, see Polyhydride. Lithium triethylborohydride Names Preferred IUPAC name Lithium triethylboranuide Other names SuperhydrideLiTEBH Identifiers CAS Number 22560-16-3 Y 3D model (JSmol) Interactive image ChemSpider 2006168 Y ECHA InfoCard 100.040.963 EC Number 245-076-8 PubChem CID 23712863 UNII Q1ML638JFD Y CompTox Dashboard (EPA) DTXSID10897726 InChI InChI=1S/C6H16B.Li/c1-4-7(5-2)6-3;/h7H,4-...

 

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

Persiwa WamenaNama lengkapPersatuan Sepak bola Indonesia WamenaJulukanBadai Baliem Kasuari HijauBerdiri1972[1]StadionStadion Pendidikan(Kapasitas: 15.000[2])PemilikPT. Persiwa WamenaKetuaJohn BanuaManajerAgus SantosoLigaLiga 32018Ke-11 Wilayah Timur(Degradasi) Kostum kandang Kostum tandang Persatuan Sepak Bola Indonesia Wamena (disingkat: Persiwa; atau juga dikenal: Persiwa Wamena) adalah sebuah klub sepak bola profesional Indonesia yang bermarkas di Distrik Wamena, Kabupaten ...

 

Шалфей обыкновенный Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:РастенияКлада:Цветковые растенияКлада:ЭвдикотыКлада:СуперастеридыКлада:АстеридыКлада:ЛамиидыПорядок:ЯсноткоцветныеСемейство:ЯснотковыеРод:ШалфейВид:Шалфей обыкновенный Международное научное наз...

 

Colloquialism for a location featuring high or potential Black economic prosperity Part of a series onAfrican Americans History Periods Timeline Atlantic slave trade Abolitionism in the United States Slavery in the colonial history of the US Revolutionary War Antebellum period Slavery and military history during the Civil War Reconstruction era Politicians Juneteenth Civil rights movement (1865–1896) Jim Crow era (1896–1954) Civil rights movement (1954–1968) Black power movement Post–...

Proposed theory on the origins of COVID-19This article is about the hypothesis proposing SARS-CoV-2 came from a laboratory. For bioweapon conspiracy theories, see COVID-19 misinformation § Bio-weapon. The Wuhan Institute of Virology in Wuhan, China The COVID-19 lab leak theory, or lab leak hypothesis, is the idea that SARS-CoV-2, the virus that caused the COVID-19 pandemic, came from a laboratory. This claim is highly controversial; most scientists believe the virus spilled into human p...

 

Rebellion against Roman rule (66–73 CE) First Jewish–Roman WarPart of the Jewish–Roman warsJudaea and Galilee in the first centuryDate66–74 CELocationJudea (Roman province)Result Roman victory Destruction of Jerusalem and its TempleBelligerents Roman Empire Judean provisional government Sadducees Pharisees Supported by: Adiabene volunteers Peasantry faction Idumeans (69–70) Radical factions: Zealots Idumeans (68) SicariiCommanders and leaders Gessius Florus (66)Cestius Gallus  ...

 

Fictional character in the Terminator franchise Fictional character CameronTerminator: The Sarah Connor Chronicles characterSummer Glau as CameronFirst appearancePilot (2008)Last appearanceBorn to Run (2009)Created byJosh FriedmanPortrayed bySummer GlauIn-universe informationAliases Cameron Baum Cameron Phillips Allison Young Emily Gage SpeciesCyborgManufacturerSkynet Cameron is a fictional character on the Fox television series Terminator: The Sarah Connor Chronicles, which is a spin-off of ...

2016 local election in England, UK 2016 Bristol City Council election ← 2015 5 May 2016 2021 → All 70 seats to Bristol City Council36 seats needed for a majority   First party Second party Third party   Party Labour Conservative Green Seats won 37 14 11 Seat change 7 2 2 Popular vote 99,018 60,080 53,712 Percentage 36.6 22.2 19.9 Swing 5.8 1.0 4.8   Fourth party Fifth party   Party Liberal Democrats UKIP Seats won 8 0 Seat cha...

 

弗拉芒布拉班特省Vlaams-Brabant(荷蘭語)Brabant flamand(法語)Flämisch-Brabant(德語) 比利时省份 旗幟徽章坐标:50°55′N 04°35′E / 50.917°N 4.583°E / 50.917; 4.583国家 比利时大区 弗拉芒大区社群 弗拉芒社群省会(及最大城市)鲁汶政府 • 省长Jan Spooren面积[1] • 总计2,106 平方公里(813 平方英里)人口(2021年1月1日[2]�...