ვლადისლავ ვლადისლავის ძე ვოევოდსკი (რუს. Владисла́в Владисла́вович Воево́дский; დ. 25 ივლისი, 1917, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 თებერვალი, 1967, ნოვოსიბირსკი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში.
ბიოგრაფია
1946-1952 წლებში მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიური კინეტიკის კათედრაზე, ხოლო 1953-1961 წლებში მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1961 წლიდან იყო ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი. დაამუშავა წყალბადის დაჟანგვის თეორიის პრინციპული საკითხები. შექმნა ოლეფინური ნახშირწყალბადების კრეკინგის პირველი რაოდენობრივი თეორია. მნიშვნელოვნად განავითარა წარმოდგენები ჰეტეროგენულ-კატალიზური პროცესების ბუნებასა და მექანიზმზე. რადიოსპექტროსკოპიის მეშვეობით გამოიკვლია სხვადასხვა ქიმიურ პროცესში თავისუფალი რადიკალების აგებულების, თვისებებისა და რეაქციის საკითხები. იყო ჟურნალ „სტრუქტურნაია ხიმიის“ რედაქტორი და „კინეტიკა ი კატალიზის“ რედკოლეგიის წევრი.
ჯილდოები
ლიტერატურა
სქოლიო