ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (რუს. Владимир Воскобойников; დ. 2 თებერვალი, 1983; ტალინი, ესტონეთი) — რუსული წარმოშობის ესტონელი ფეხბურთელი. 2018 წლიდან საფეხბურთო კლუბ ტალინის „ლევადიას“ სპორტული დირექტორი.
საკლუბო კარიერა
ვოსკობოინიკოვმა კარიერა დაიწყო ტალინის „პუუმაში“, სადაც თამაშობდა 1991–2000 წლებში.[1]
18 წლის ასაკში ვოსკობოინიკოვი გადავიდა ტალინის „ლევადიაში“, ესტონეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში. შემდეგ ის გადავიდა ბელგიურ „ბრიუსელში“, შემდეგ კი იჯაროთ „ეუპენში“. შემდეგ კი კვლავ ესტონეთში დაბრუნდა.
შემდეგ იჯარით გადავიდა რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ „ტორპედოში“, მაგრამ 2007 წლის ივლისში გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი.
2009 წლის 27 მარტს გადავიდა შვედეთის სუპერეტას კლუბ „სირიანსკაში“.[2] მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი აკავშირებდა მოსკოვის „ტორპედოსთან“, ის შვედურ კლუბს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, რადგან რუსეთში არსებული წესის მიხედვით პირველ ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა ლეგიონერს.
2010 წლის იანვარში ის შეუერთდა აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“.[3]
2010 წლის აგვისტოში ის შეუერთდა „ლევადიას“.[4]
2011 წლის თებერვალში, ის გადავიდა რუსულ „ხიმკიში“.[5]
2012 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.
სტატისტიკა
სეზონი
|
ჩემპიონატის დონე
|
კლუბი
|
ჩემპიონატი
|
რეზერვი
|
თასი
|
ევროთასები
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
მატჩი
|
გოლი
|
2001 |
1 |
ლევადია |
0 |
0 |
27 |
6 |
|
|
|
|
2002 |
0 |
0 |
14 |
5 |
|
|
|
|
2003 |
4 |
0 |
17 |
5 |
|
|
|
|
2004 |
18 |
9 |
0 |
0 |
|
|
|
|
2004–05 |
1 |
ბრიუსელი |
8 |
0 |
|
|
|
|
— |
—
|
2 |
ეუპენი |
8 |
1 |
|
|
|
|
— |
—
|
2005–06 |
1 |
ბრიუსელი |
0 |
0 |
|
|
|
|
— |
—
|
2006 |
1 |
ლევადია |
8 |
4 |
|
|
|
|
|
|
2007 |
2 |
ტორპედო მოსკოვი |
26 |
9 |
|
|
|
|
— |
—
|
2008 |
24 |
3 |
|
|
|
|
— |
—
|
2009 |
2 |
სირიანსკა |
17 |
2 |
|
|
|
|
— |
—
|
2 |
ლუჩ-ენერგია |
8 |
0 |
|
|
|
|
— |
—
|
2009–10 |
1 |
ნეფტჩი |
8 |
1 |
|
|
2 |
0 |
— |
—
|
|
სანაკრებო კარიერა
ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში ვოსკობოინიკოვს ამ დროისთვის ჩატარებული აქვს 33 მატჩი და გატანილი აქვს 4 გოლი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 2 ივლისს ხორვატიის ნაკრებთან მატჩში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში. ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა მოლდოვის ნაკრებთან 1-0 მოგებულ მატჩში, 2008 წლის 18 ნოემბერს.
სანაკრებო გოლები
#
|
თარიღი
|
ადგილი
|
მეტოქე
|
გოლი
|
შედეგი
|
გათამაშება
|
1
|
2008-11-18
|
A. Le Coq Arena, ტალინი
|
მოლდოვა
|
1–0
|
1–0
|
მაიორთა თასი
|
2
|
2009-06-06
|
A. Le Coq Arena, ტალინი
|
ეკვატორული გვინეა
|
2–0
|
3–0
|
ამხანაგური
|
3
|
2009-09-05
|
კადირ ჰას სტადიონი, ქაისერი
|
თურქეთი
|
1–0
|
2–4
|
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
|
4
|
2012-06-03
|
ტამე სტადიონი, ტარტუ
|
ლიეტუვა
|
1–0
|
1–0
|
2012 წლის ბალტიის თასი
|
ტიტულები
კლუბი
- ლევადია
- ესტონეთის უმაღლესი ლიგა: 2004, 2006
- ესტონეთის თასი: 2002, 2004
- ესტონეთის სუპერთასი
- ბრიუსელი
- ბელგიის მეორე დივიზიონი: 2003-04
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო