ვალენტინ ვოდნიკი (სლოვენ. Valentin Vódnik; დ. 3 თებერვალი, 1758, ზგორნია-შიშკა, სლოვენია — გ. 8 იანვარი, 1819, ლიუბლიანა) — სლოვენი პოეტი, ენათმცოდნე, რედაქტორი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი, ფრანცისკანელების ორდენის მღვდელი. სლოვენიის ეროვნული აღორძნების მოღვაწე.
მიიღო სასულიერო განათლება. 1784 წელს გახდა მღვდელი. 1797 წელს გადასახლდა ლიუბლიანაში და გახდა გიმნაზიის მასწავლებელი. მისი როგორც პოეტის დებიუტი შედგა 1781 წელს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო