ვაგნერის ჯგუფი (რუს.Группа Вагнера), ოფიციალურად კსკ ვაგნერი (რუს.ЧВК «Вагнер») — რუსეთის მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია. [6] ჯგუფს 2023 წლამდე აკონტროლებდა ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის ყოფილი წევრი იყო.[7][8] არსებობდა ფაქტები, რომლის მიხედვითაც ვაგნერის ჯგუფი რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურას იყენებდა.[9] არსებობდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია რეალურად რუსეთის ხელისუფლების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნებში რუსული სახელმწიფოს ინტერესის გასატარებლად და არაპირდაპირი სამხედრო ინტერვენციის მიზნით.[9][10] ჯგუფს არ გააჩნია კონკრეტული იდეოლოგიური ღერძი,[11][12] მაგრამ „ვაგნერის“ სხვადასხვა ელემენტებს ხშირად უკავშირებენ ნეონაციზმსა და მემარჯვენე ექსტრემიზმს.[7][13][14]
ჯგუფის ჩამოყალიბება დაიწყო დონბასის ომის დროს, 2014–2015 წლებში, როდესაც „ვაგნერის“ ჯგუფი აქტიურად ეხმარებოდა პრო-რუსულ ძალებს.[7] „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს,[15] როდესაც ფრონტის ხაზზე გასაგზავნად რუსეთის ციხეებიდან პატიმრების რეკრუტირება დაიწყო.[16][17]2022 წლის ბოლოსთვის უკრაინაში „ვაგნერელთა“ ძალები 1,000 მეომრიდან 20,000-50,000 მეომრამდე გაიზარდა.[18][19][20]„ვაგნერი“ იყო რუსეთის მთავარი შემტევი ძალა ბახმუტის ბრძოლაში. ჯგუფი აგრეთვე აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილ რეჟიმებს, მათ შორის სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სუდანსა და ლიბიაში.[7] ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილნი არიან ომის დანაშაულში, მათ შორის მკვლელობაში, წამებაში, გაუპატიურებაში და მოქალაქეთა ძარცვაში,[7][21][22][23] დეზერეტირობაში ბრალდებულთა წამებასა და მკვლელობაში.[24][25]
2022 წლის სექტემბერში პრიგოჟინმა აღიარა რომ „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერი სწორედ ის იყო.[26][27] ამის შემდეგ მან ღიად დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა ომის არასწორად წარმართვის გამო. მისი თქმით მათ მიერ დასახელებული შეჭრის მიზეზი სიცრუე იყო.[28]2023 წლის 23 ივნისს „ვაგნერის“ ჯგუფმა წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელთა“ ძალებზე თავდასხმაში და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის განადგურებაში. „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი, საიდანაც მსვლელობა დაიწყო მოსკოვის მიმართულებით. აჯანწყება მეორე დღეს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეწყდა. მიღებული იქნა შეთანხმება: „ვაგნერის“ ამბოხებულები პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ თუ ისინი დადებდნენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან ან გადავიდოდნენ ბელარუსში.[29]
2023 წლის 23 აგვისტოს პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინი ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, რითაც გაურკვეველი გახდა თუ ვინ აიღებდა ხელში ჯგუფის მართვას.[30] გაჩნდა ვარაუდები, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული არმიის მიერ მოხდა.[31][32]
↑Ling, Justin (15 March 2022). „Moscow Turns U.S. Volunteers Into New Bogeyman in Ukraine“. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 26 June 2022. ციტატა: „The propaganda campaign has extolled the Wagner Group as hunting neo-Nazis and extremists. Yet the group's own ties to the Russian far-right are well documented: The likely founder of the group has the logo of the Nazi Schutzstaffel tattooed on his neck. Various elements of the current Wagner Group have ties to neo-Nazis and far-right extremism.“
↑Soufan, Ali; Sales, Nathan. One of the worst ways Putin is gaslighting the world on Ukraine. NBC News. NBC (5 April 2022). ციტატა: „"The Wagner Group is named after the 19th century German composer Richard Wagner, whose music Adolf Hitler adored. The group's leader, Dmitry Utkin, reportedly wears Nazi tattoos, including a swastika, a Nazi eagle and SS lightning bolts. Wagner mercenaries are reported to have left behind neo-Nazi propaganda in the war zones where they've fought, including graffiti with hate symbols."“