ექტორ სკარონე (ესპ. Héctor Scarone, 26 ნოემბერი 1898 – 4 აპრილი 1967) — ურუგვაელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1917-1931 წლებში ასპარეზობდა ურუგვაის ნაკრებში, სადაც 52 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო 2011 წლამდე, სანამ ჯერ დიეგო ფორლანმა და შემდეგ ლუის სუარესმა არ გააუმჯობესეს მისი რეკორდი.
1930 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სკარონემ ურუგვაის ნაკრებთან ერთად მოიპოვა ჩემპიონობა, ნაკრების რიგებში სკარონე გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა ტურნირზე.
მიღწევები
საკლუბო
- ნასიონალი
- ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: (8) 1916, 1917, 1919, 1920, 1922, 1923, 1924, 1934
სანაკრებო
- ურუგვაი
რესურსები ინტერნეტში