ეტოშის ეროვნული პარკი (ინგლ. Etosha National Park) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ნამიბიაში. დაარსდა 1907 წლის 22 მარტს. ფართობი 22,269 კმ². მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ-დასავლეთ კიდეზე, ეტოშის მლაშობის ტერიტორიაზე. აქ დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი მსხვილი ნადირი; გარდა ამისა გვხვდება ლომი, სპილო, მარტორქა, კანა, ზებრა და სხვა. ორნითოფაუნას ქმნის ფლამინგო, აფრიკული სირაქლემა, არწივი, ციცარი და სხვა. სულ გვხვდება დაახლოებით ძუძუმწოვართა — 114, ფრინველთა — 340, ქვეწარმავალთა — 110, ამფიბიათა — 16 და თევზების — 1 სახეობა. ეტოშის მლაშობი პირველად შენიშნეს ევროპელებმა ფრენსის გალტონმა და ჩარლზ ჯონ ანდერსონმა 1851 წლის 29 მაისს. სახელწოდება „ეტოშა“ (გვიანდელ ლიტერატურაში „ეტოთა“) წარმოსდგება ნდონგა ენიდან და ქართულად „დიდ თეთრ სივრცეს“ ნიშნავს. ეტოშის მლაშობის სიახლოვეს სახლობდნენ ოვამბოს ხალხი. 2010 წელს პარკი მოინახულა 200000 ადამიანმა. არის ტურისტული ბანაკები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ეროვნული პარკები | |
---|
| ნაკრძალები | |
---|
|