ერისიონი — ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
ისტორია
ანსამბლი დაარსდა 1885 წელს, როგორც საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი,[1] ხოლო „ერისიონი“ 1999 წელს ეწოდა.
NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული.[2]
1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ჯემალ ჭკუასელი.
1999 წელს ანსამბლი თბილისში მუშაობდა ჯიმ ლოუსთან და პასკალ ჯორდანთან ერთად. 2000 წელს შოუ-პროგრამა „ლეგენდა თამარზე“ აშშ-ში ჩატარდა, 2001 წლიდან კი პარიზში ტარდებოდა პროგრამა „Georgian Legend“. პროგრამა ასევე ჩატარდა ევროპის სხვა ქვეყნებში, მოგვიანებით კი რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში.[3] ორივე პროგრამაზე ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა დადებითი რეცენზიები გამოაქვეყნეს, მათ შორის – New York Post და Los Angeles Times.
2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი.[4]
2010 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.[5]
2019 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო CCTV-ის შემოდგომის გალა-ფესტივალში.[6]