ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1995).
ბიოგრაფია
დაიბადა 1935 წლის 18 მაისს შერმადინ ჭკუასელისა და ანა გალოგრეს ოჯახში.
1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.
1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]
2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.[2]
პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 2021 წლის დეკემბერში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.[3]
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ლიტერატურა
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 403, თბ., 1998-1999.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო