ელ-ზავია (არაბ. الزاوية) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქ ტრიპოლიდან 45 კმ-ით დასავლეთით, ტრიპოლიტანიის ისტორიულ რეგიონში. ელ-ზავიის რაიონის დედაქალაქი.
ლიბიის მოსახლეობის 1973 და 1984 წლების აღწერისას, ელ-ზავიის მოსახლეობა დაახლოებით 91 603 ადამიანი იყო.[1] დღეისათვის ის სავარაუდოდ ლიბიის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია (ტრიპოლის, ბენღაზის, მისრათის და ელ-ბაიდის შემდეგ). მოქმედებს ელ-ზავიის უნივერსიტეტი, რომელიც 1988 წელს დაარსდა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავთობის მინდორი, თავად ქალაქში კი ლიბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები ფუნქციონირებს.
ელ-ზავიაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ბრძოლები 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, რადგან იგი აკონტროლებს სასიცოცხლო გზას დედაქალაქ ტრიპოლისა და ტუნისის საზღვარს შორის.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ლიბიის რაიონების ადმინისტრაციული ცენტრები (2007 მონაცემებით) |
---|
| | |
|