ღარიანი (არაბ. غريان) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ელ-ჯაბალ-ელ-ღარბის რაიონში. 2007 წლამდე იყო ღარიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ღარიანი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია ნაფუსის ქედზე, არეალში, რომელიც ძირითადად ბერბერებითაა დასახლებული.
ისტორია
ღარიანი ფეცანსა და ნაფუსის მთებს შორის არსებულ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. 1884 წელს აქ ოსმალებმა ქალაქის საბჭო დააარსეს.[1]
XX საუკუნის დასაწყისში, ღარიანი ლიბიაში იტალიელთა შემოჭრის წინააღმდეგობის ცენტრი იყო.
2011 წელს, ქალაქი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებაში აღმოჩნდა ჩრთული. 2 მარტს ის სამთავრობო ძალებმა აიღეს.[2] მეამბოხეების ხელში იგი 15 აგვისტოს გადავიდა.[3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
ლიბიის რაიონების ადმინისტრაციული ცენტრები (2007 მონაცემებით) |
---|
| | |
|