ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020
|
|
|
ტურნირის დეტალები
|
|
24
|
საპრიზო ადგილები
|
ჩემპიონი
|
იტალია
|
მეორე ადგილი
|
ინგლისი
|
ტურნირის სტატისტიკა
|
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 (ან უბრალოდ ევრო 2020) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-16 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის. ტურნირზე ჩატარდა 51 შეხვედრა, გახსნითი შეხვედრა 12 ივნისს, ხოლო ფინალი 2021 წლის 12 ივლისს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 10 მილიონი ევრო, ფინალისტს — 7 მილიონი ევრო, ნახევარ-ფინალისტს — 5 მილიონი ევრო, მეოთხედ ფინალისტს — 3 250 000 ევრო, ჯამში სატურნირო პრიზებისათვის გამოყოფილი იყო 34 მილიონი ევრო.
მასპინძლები
ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა 2014 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მასპინძლობაზე განაცხადები შეტანილი ჰქონდათ თურქეთს, ირლანდია-შოტლანდია-უელსს და საქართველო-აზერბაიჯანს.[1] მაგრამ უეფას გადაწყვეტილებით ჩემპიონატი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 13 ქალაქში გაიმართება[2]:
- მერვედფინალები
- ამსტერდამი, დუბლინი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი, ბილბაო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, გლაზგო
- მეოთხედფინალები
- მიუნხენი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, ბაქო
- ნახევარფინალები და ფინალი
- ლონდონი
სქოლიო