ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია შეიქმნა 1969 წელს ქალაქ კარდიფში იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის და უელსის ბალახის ჰოკეის ფედერაციების ინიციატივით. ფედერაცია ხელმძძღვანელობს ბალახის ჰოკეის განვითარებას ევროპაში.
იგი ამავდროულად წარმოადგენს ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას ევროპულ ქვეყნებში.
ფედერაციის უნაღლესი ორგანოა ასამბლეა, რომელსაც იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ. ასამბლეებს შორის ფედერაციის მუშაობას ხელმძღვანელობს კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და 5 წევრი. მათ ასამბლეაზე ირჩევენ ოთხი წლის ვადით. კომიტეტი ყოველ წლიურად ატარებს სხდომას (არანაკლებ ერთსა წელიწადში) სადაც განიხილავს მიმდინარე საკითხებს. გარდა ამისა, ფედერაციაში ყოველდღიურ სამუშაოებს უძღვებია დარგობრივი კომიტეტები (საფინანსო, მარკეტინგის, სამწვრთნელო, საკლუბო, სამედიცინო, ჰოკეის დახურულ დარბაზებში და სხვა)
ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.
ამჟამინდელი პრეზიდენტია - მარტინ გოტრაიჯი(ინგლისი)
ფედერაცია აერთიანებს 45 ქვეყანას.
ქვეყნები
ფედერაცია თავისი ეგიდით ატარებს:
გარდა ამისა, ტარდება რეგიონალური ტურნირები:
- ალპების თასი
- ბალტიკის თასი
- პანიონიის თასი
- სელტიკის თასი
- ჩრდილოეთის თასი
ლიტერატურა
- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Хоккей с мячом. Хоккей на траве. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1979
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979
რესურსები ინტერნეტში