ევროვიზიის სიმღერის ბავშვთა კონკურსი 2016 — მეთოთხმეტე ყოველწლიური ბავშვთა ევროვიზია, რომელიც ჩატარდა „ხმელთაშუაზღვის საკონფერენცია ცენტრში“, ვალეტაში, მალტაში. 2014 წლის შემდეგ ეს იყო მეორე ბავშვთა ევროვიზია, რომელსაც მალტამ უმასპინძლა. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა ჯონ ულა სანი მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადისლავ იაკოვლევმა დატოვა თანამდებობა.
კონკურსში გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც მარიამ მამადაშვილი სიმღერით „მზეო“ წარადგენდა. ეს იყო მესამე გამარჯვება (2008 და 2011 შემდეგ). საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც კონკურსში სამჯერ გაიმარჯვა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში