ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2013, ან უბრალოდ ევრობასკეტი 2013 — კონტინენტის რიგით 38-ე ჩემპიონატი, რომელსაც მართავს „ფიბა ევროპა“. ტურნირი ტარდება სლოვენიაში2013 წლის 4-დან - 22 სექტემბრამდე. ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 ნაკრები გუნდი.[1][2]
ოფიციალური გადაწყვეტილება გამოცხადდა 2010 წლის 5 დეკემბერს, ფიბა ევროპის მიერ მიუნხენში გამართული შეხვედრის შემდეგ. 2011 წლის მარტში სლოვენიის კალათბურთის ფედერაციამ ღონისძიების ხელმძღვანელად დანიშნა ეკონომისტი ალეშ კრიჟნარი.[6]
მატჩების ჩატარების ადგილები
2011 წლის 24 მარტს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ წინასწარი ეტაპის მატჩებს უმასპინძლებდა შემდეგ ქალაქები: ნოვო-მესტო, ესენიცე, კოპერი და პტუი, ხოლო სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა, უმასპინძლებდა ფინალური ეტაპის მატჩებს არენა სტოჟიცე-ზე. 2012 წლის 18 ივნისს ცნობილი გახდა რომ პტუის ქალაქის საბჭომ უარი თქვა თავის კანდიდატურაზე.[7] იმავე წლის 2 ივლისს მასპინძლობაზე უარი თქვა ქალაქმა ნოვო-მესტომაც.[8] 28 აგვისტოს გამოცხადდა, რომ პტუისა და ნოვო-მესტოს მაგივრად წინასწარი ეტაპის მატჩებს ქალაქები, ცელე და ლიუბლიანა (ტივოლი ჰოლი), უმასპინძლებდნენ.[9]
ოლიმპიური თამაშებისა და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, მაკედონიამ, ლიტვამ, საბერძნეთმა, სლოვენიამ და დიდმა ბრიტანეთმა ავტომატურად მოიპოვეს ევრობასკეტი 2013-ის ფინალური ეტაპის საგზურები.
დარჩენილი 31 ნაკრები გადანაწილდა ხუთ 5-გუნდიან და ერთ 6-გუნდიან ჯგუფში. ჯგუფების პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანმა ნაკრებმა მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური.
ევრობასკეტი 2013-ის კენჭისყრა გაიმართა 2012 წლის 18 ნოემბერს და არსებობის მანძილზე პირველად ჩატარდა მიწისქვეშ - პოსტოინის მღვიმეში. კვალიფიცირებული ნაკრებები განაწილდა ოთხ ექვსგუნდიან A, B, C, და D ჯგუფში.
გადაწყდა, რომ მატჩები გაიმართება ოთხ ქალაქში, ესენია ცელე, ესენიცე, კოპერი და ლიუბლიანა.[13]
ჯგუფებში წარმოდგენილი იქნება A, B, C და D ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი. ერთი და იგივე ჯგუფიდან გამოსული გუნდები ერთმანეთთან აღარ გამართავენ მატჩებს, მაგრამ მათ „შეუნარჩუნდებათ“ პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები.
საუკეთესო ოთხი გუნდი გააგრძელებს მონაწილეობას მეოთხედფინალში.