ევრობასკეტი 2022 — ევროპის 41-ე საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც ფიბა ევროპის ორგანიზებით იმართება. ეს არის პირველი ჩემპიონატი, რომელიც ოთხწლიან ციკლზე გადასვლის შემდეგ ტარდება.[1] თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 2-დან 19 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო ჩემპიონატის ჩატარების ვადებმა ერთი წლით გადაიწია და 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება.[2]
მასპინძლის შერჩევა
ევრობასკეტი 2015-ისა და 2017-თვის ფიბა ევროპამ მასპინძლობის განაცხადის გაკეტების სამი ვარიანტი დაამტკიცა: ჯგუფური ეტაპის, ფინალური რაუნდის ან მთლიანი ტურნირის მასპინძლობის შესაძლებლობით. ორივე აღნიშნულ ტურნირს ოთხი ქვეყნის ოთხმა ქალაქმა უმასპინძლა. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, როცა ტურნირი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება.
ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ოთხმა მასპინძელმა ქვეყანამ (გერმანია, იტალია, საქართველო და ჩეხეთი) ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ნაკრებს ტურნირზე მონაწილეობა აეკრძალა და ის მონეტენეგრომ ჩაანაცვლა.[8]
კენჭისყრა 2021 წლის 29 თებერვალს გვერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.[9][10]
კომერციული და მარკეტინგული კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითოეულ მასპინძელს უფლება მიეცა აერჩია პარტნიორი ფედერაცია. ეს წყვილები ავტომატურად ერთი და იგივე ჯგუფებში მოხვდნენ.