ავტორია ცნობილი წიგნისა „ორიენტალიზმი“, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს დასავლურ შეხედულებებს აღმოსავლეთის შესახებ და დასავლურ მეცნიერებას ადანაშაულებს კოლონიალიზმის სულიერ მხარდაჭერასა და გამართლებაში.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (2000), ამერიკის ლინგვისტური აკადემიის პრეზიდენტი.
მისმა ტექსტური ანალიზის მოდელმა გარდაქმნა მკვლევართა აკადემიური დისკურსი ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურის კრიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევების საკითხებში.
1977 წელს მიიღო ინგლისური ლიტერატურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის წოდება.
იმავე წელს აირჩიეს პალესტინის ეროვნული საბჭოს (PNC) ხელმძღვანელად.
1978 წელს გამოაქვეყნა ყველაზე ცნობილი ნაშრომი — ტრაქტატი „ორიენტალიზმი.“
1979 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი პოლიტიკური ნაშრომი „ პალესტინის საკითხი.“
1980 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ ისლამის დამალვისას“, სადაც აკრიტიკებდა დასავლურ მიდგომას ამ რელიგიის მიმართ.
ედვარდ საიდმა მონაწილეობა მიიღო პალესტინის ეროვნული საბჭოს დეკლარაციის დოკუმენტების მომზადებაში 1988 წელს ალჟირის სესიაზე. მოითხოვდა პალესტინის ქარტიის ზედმეტად მკაცრი ფორმულირების შერბილებას სამშვიდობო პროცესის დაწყების შესაძლებლობის მიზნით.
მან მკვეთრად გააკრიტიკა ოსლოს შეთანხმებები და უწოდა მათ „ პალესტინელების ჩაბარების ინსტრუმენტი, პალესტინის ვერსალი“.
გამოაქვეყნა ორი წიგნი არაბეთ-ისრაელის ურთიერთობებზე სამშვიდობო პროცესის ფონზე: მოცილების პოლიტიკა (1994) და სამშვიდობო პროცესის დასასრული (2000). მონაწილეობდა პალესტინის ეროვნული ინიციატივის პარტიის შექმნაში.
დაწორწინებული იყო მარიამ კორტასზე. წყვილს შეეძინა ვაჟი ვადი და ქალიშვილი ნაჯლა.
დაუსვეს სისხლის კიბოს დიაგნოზი, რის გამოც გარდაცვალებამდე 12 წლის განმავლობაში იტარებდა ინტენსიურ ქიმიოთერაპიას, რადიოთერაპიას და მკურნალობდა მედიკამენტებით აქტიური ცხოვრების წესის შეწყვეტის გარეშე.
1999 წელს იუსტუს ვაინერმა (Justus Weiner), რომელიც ცხოვრობდა იერუსალიმის ტალიბიეს კვარტალში, დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ საიდის მიერ არაერთხელ ნახსენები სახლი კვარტალში რეალურად არ ეკუთვნოდა ვადის ოჯახს. ვაინერი ამტკიცებდა, რომ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახლი ედვარდის დეიდას ეკუთვნოდა. საიდის მამა, სავარაუდოდ, მხოლოდ ოთახებს ქირაობდა მეორე სართულზე - და იშვიათად ჩნდებოდა იქ, ხოლო თავად საიდის ოჯახი იერუსალიმს მხოლოდ ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობდა. ამრიგად, სტატია ამტკიცებს, რომ ედვარდ საიდის სენტიმენტალური არგუმენტები დაკარგული ქონების შესახებ უსაფუძვლოა. [2] საიდმა ბრალდებებს მწვავე სტატიით უპასუხა და ვაინერის სტატიას „ სიონისტური ცილისწამება“ უწოდა.
ქვასთან დაკავშირებული ინციდენტი
2000 წელს საიდი ეწვია თავისი მეუღლის სამშობლოს სამხრეთ ლიბანში, საიდანაც ისრაელის ჯარები ახალი გასულები იყვნენ. ის ოჯახთან ერთად მივიდა საზღვართან ინგლ.Edward Wadie Said, არაბ.إدوارد وديع سعيد დ. 1 ნოემბერი1935,იერუსალიმი — გ. 24 ან 25 სექტემბერი2003, ნიუ-იორკი) — ლიბანისა და ისრაელის გამყოფ კედელთან. The New Republic-ის კორესპონდენტმა გადაიღო ედვარდ საიდის ფოტო, რომელიც აპირებდა ქვის სროლას იერუსალიმისკენ . ფოტოს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა «Representation of the Intellectual» (მინიშნება საიდის წიგნზე), გამოქვეყნდა მსოფლიო პრესაში და ფართო რეზონანსი გამოიწვია. არაერთმა ებრაელმა ინტელექტუალმა მოსთხოვა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საიდის ადმინისტრაციული დასჯა. ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საიდმა ახსნა თავისი ჟესტი, როგორც სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის დასასრულისგან გამოწვეული „სიხარულის სიმბოლური გამოხატვა.“
ლიტერატურა
Джозеф Конрад и автобиографический вымысел (Joseph Conrad and the Fiction of Autobiography). 1966
Начала: идея и метод (Beginnings: Intention and Method). 1975
Ориентализм (Orientalism). 1978
Палестинский вопрос (The Question of Palestine). 1979
Литература и общество (Literature and Society). 1980
Освещение ислама: как медиа и эксперты определяют наше видение остальной части мира (Covering Islam: How the Media and the Experts Determine How We See the Rest of the World). 1981
Мир, текст и критика (The World, the Text and the Critic). 1983
After the Last Sky. 1986
Обвинение жертв (Blaming the Victims). Соавтор и соредактор Кристофер Хитченс. 1988
Музыкальные изыскания (Musical Elaborations). 1991
Культура и империализм (Culture and Imperialism). 1993
Перо и меч (The Pen and the Sword). 1994
Политика выселения (The Politics of Dispossession). 1994
Представления интеллектуала (Representations of the Intellectual). 1994
Еврейская религия, еврейская история (Jewish Religion, Jewish History). 1996
Без места (Out of Place), мемуары. 1999.
Конец мирного процесса (The End Of The Peace Process). 2000
Размышления об изгнании (Reflections on Exile). 2000
От Осло до Иракской войны и «дорожной карты» (From Oslo to Iraq and the Road Map), сборник статей. 2003
Гуманизм и демократическая критика (Humanism and Democratic Criticism). 2005